ევროკომისია ამზადებს გეგმას ბლოკის დასაცავად უცხოეთის ჩარევისგან და დეზინფორმაციისგან

ევროკომისია ემზადება წარსადგენად გეგმისა, რომელიც ითვალისწინებს ბლოკის და ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატი ქვეყნების დაცვას უცხოეთის ჩარევისგან და პოლიტიკური მანიპულაციისგან.
“დემოკრატიის ფარი”, როგორც გეგმას უწოდებენ, არის წინადადებათა კრებული, რომელიც მომავალ წლებში უნდა განხორციელდეს. დოკუმენტის წინასწარი ვერსია, რომელსაც რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლება (RFE/RL) გაეცნო, ხაზს უსვამს, რომ არის მთავარი პირდაპირი საფრთხე ევროკავშირისთვის და იმ სახელმწიფოებისთვის, რომლებსაც ბლოკში გაწევიანება სურთ.
ევროკომისია გეგმას 12 ნოემბერს წარმოადგენს.
“უკრაინის წინააღმდეგ მისი სასტიკი აგრესიის ომის გარდა, ასევე ახდენს ესკალაციას ჰიბრიდულ თავდასხმებისა, ევროპის წინააღმდეგ აწარმოებს გავლენის ომს. გამოყენებული ტაქტიკა ღრმად აღწევს ჩვენი საზოგადოებების ქსოვილში, პოტენციური გრძელვადიანი შედეგებით” – ნათქვამია დოკუმენტის პროექტში და იქვე აღნიშნულია – “შეცდომაში შემყვანი ნარატივების გავრცელებით – რაც ზოგჯერ ისტორიული ფაქტებით მანიპულაციას და მათ გაყალბებას მოიცავს – ისინი ცდილობენ ძირი გამოუთხარონ ნდობას დემოკრატიული სისტმების მიმართ”.
30 გვერდისგან შემდგარ დოკუმენტში სხვა სახელმწიფო ნახსენები არ არის, თუმცა ბლოკს მანამდე გამოთქმული აქვს შეშფოთება ჩინეთის მცდელობებზე პოლიტიკური გავლენა ჰქონდეს კონტინენტის მასშტაბით.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – ALDE იმაზე უფრო უნდა წუხდეს, რომ მისი პარტიის ერთ-ერთ ლიდერი ტერორისტულ აქტს აწყობდა სასამართლოს შენობაში, თუმცა სიყალბეზე დაყრდნობით ცდილობს, აქცენტები გადაიტანოს – ეს მეტყველებს მათ ტრაგიკულ მდგომარეობაზე

თენგიზ შარმანაშვილი BBC-ის მასალაზე – მიხვდნენ, რომ „ნაცებს“ დაუდასტურდებათ ამ ნივთიერების შესყიდვა და ახალი ბოდვა დაიწყეს – რა თქმა უნდა, ვახტანგ გომელაურიც გამოიკითხება და დადგინდება, დახვდა თუ არა მას ეს მარაგები