ევროკომისიასა და EU-ს ქვეყნებს მოვუწოდებ, დაუყოვნებლივ მოამზადონ სანქციები ივანიშვილის, კობახიძისა და პაპუაშვილის წინააღმდეგ – როიტენი

ევროპარლამენტარი თიის როიტენი აცხადებს, რომ ევროკავშირმა ბიძინა ივანიშვილს, პრემიერმინისტრ ირაკლი სა და პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილს სანქციები დაუყოვნებლივ უნდა დაუწესოს. მისი თქმით, სანქციები უნდა დაუწესდეს იმ დეპუტატებსაც, რომლებმაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს მხარი დაუჭირეს.
X-ზე გავრცელებულ ვიდეომიმართვაში ევროპარლამენტარი მხარდაჭერას უცხადებს ქართველ ხალს და აცხადებს, რომ საქართველოს მოსახლეობა საკუთარ დემოკრატიას იცავს.
“საქართველო არ არის , საქართველო ევროპაა და კანონი, რომელიც მიიღეს, უნდა იყოს გაწვეული პარლამენტის მიერ. ამიტომ, მე მოვუწოდებ ევროკომისიასა და ევროკავშირის წევრ ქვეყნებს დაუყოვნებლივ მოამზადონ სანქციები ბატონი ივანიშვილის, ირაკლი კობახიძის და ს წინააღმდეგ. აგრეთვე, იმ დეპუტატების წინააღმდეგ, რომლებმაც კანონის მიღებას მხარი დაუჭირეს და მათ წინააღმდეგაც, ვინც ვეტოს დადების შემდეგ კანონის მიღებას მაინც დაუჭერს მხარს.
მოვუწოდებ ევროკომისიას და წევრ ქვეყნებს, შეაჩერონ ნებისმიერი მაღალი დონის ჩართულობა საქართველოს მთავრობასთან…ევროკავშირმა უნდა გამოიწვიოს თავისი ელჩი კონსულტაციებისთვის. კიდევ ერთხელ გამოვხატავ ჩემს დიდ აღფრთოვანებას ქართველი ხალხისადმი, რომელიც უკვე კვირებია ქუჩებში დგანან. ისინი ყოველ დღე იცავენ საკუთარ დემოკრატიასა და სურვილს, იყვნენ ევროპის ნაწილი. ჩვენ გავიმარჯვებთ,” – აცხადებს როიტენი.

ასევე დაგაინტერესებთ

მეთიუ მილერი სანქციებზე – აღნიშნული ქმედებები თანამშრომლობის ყოვლისმომცველი გადახედვის შედეგია – ვიმედოვნებთ, საქართველოს ხელისუფლება დაუბრუნდება გზას, რომელიც მის ხალხს ასე ნათლად სურს

“სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ხალხების მიმართ ბოდიშის მოხდის, პოლიტიკური და ეკონომიკური ზეწოლის მეთოდებზე უარის თქმისა და სამშვიდობო ხელშეკრულებების ხელმოწერის საფუძველზე, შეიძლება მშვიდობიანი თანაარსებობისა და კეთილმეზობლური ურთიერთობებისკენ მიმავალი პროცესის დასაწყისი გახდეს”