ევროკომისიამ უნგრეთს 900 მლნ ევრო გამოუყო

ევროკომისიამ უნგრეთს 900 მლნ ევრო გამოუყო
ევროკომისიამ მხარი დაუჭირა უნგრეთისთვის ავანსის სახით 900 მლნ ევროს გამოყოფის გადაწყვეტილებას. თანხები „კორონავირუსის პანდემიის შემდეგ ეკონომიკის აღდგენას“ უნდა მოხმარდეს. ამასთანავე, ბრიუსელში იმედოვნებენ, რომ ამით უნგრეთი სთან დაკავშირებით პოზიციას შეიცვლის. ინფორმაციას Deutche Welle ავრცელებს.
ევროკავშირის ხელისუფლება ოფიციალურად აცხადებს, რომ უნგრეთს ენერგეტიკული პრობლემების დაძლევაში ეხმარება და ავანსის სახით გამოყოფილი თანხები არანაირ პირობებთან დაკავშირებული არ არის.
გასულ კვირას ს მთავრობამ ევროკავშირის გადაწყვეტილება დაბლოკა, რომელიც უკრაინისთვის 50 მლრდ ევროს ეკონომიკური და 20 მლრდ ევროს სამხედრო დახმარების აღმოჩენას ითვალისწინებდა. გარდა ამისა, იგეგმებოდა უკრაინასთან ევროკავშირში გაწევრიანების საკითხზე მოლაპარაკების დაწყება.
მანამდე ევროკავშირმა ბუდაპეშტს რამდენიმე სახის ფინანსური დახმარება შეუჩერა, რადგანაც არსებობდა ქვეყანაში კორუფციის და დემოკრატიული ნორმების დარღვევის შესახებ ინფორმაცია.