ევროკომისიამ უკრაინას თითქმის 4,2 მლრდ ევრო გამოუყო უკრაინის დახმარების ფონდიდან

„დღეს ევროკომისიამ უკრაინას თითქმის 4,2 მლრდ ევრო გამოუყო [უკრაინის] დახმარების ფონდიდან. ამგვარად, საერთო ჯამმა ევროკავშირის დაფინანსებისა, რაც ამ მომენტისთვის გადავუხადეთ უკრაინის მთავრობას ფონდის ფარგლებში, 12 მლრდ ევროს მიაღწია,“ ნათქვამია ევროკომისიის ცნობაში.
უკრაინის დახმარების ფონდი ითვალისწინებს 50 მლრდ ევრომდე სტაბილურ დაფინანსებას გრანტებისა და კრედიტების სახით 2024-2027 წლებში.
დახმარების პაკეტით ნავარაუდევია 33 მლრდ ევროს სესხები და 17 მლრდ ევროს გრანტები, რომელსაც არ დააბრუნებს.
6 აგვისტოს ევროპული საბჭო მივიდა დასკვნამდე, რომ კიევმა უკრაინის დახმარების ფონდიდან სახსრების მისაღებად შეასრულა აუცილებელი პირობები და გაატარა რეფორმები, რომლებიც გათვალისწინებულია ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანების პროცესის ფარგლებში.

ასევე დაგაინტერესებთ

ვოლოდიმირ ზელენსკი: შეცდომაა, როცა აგრესორს რაღაცის წართმევის უფლებას აძლევ. ეს დიდი შეცდომა იყო თავიდანვე, 2014 წელს და მანამდეც, საქართველოზე თავდასხმისა და მისი რეგიონების ოკუპაციის დროს