ევროკომისიამ უკრაინასა და მოლდოვასთან მოლაპარაკებების ჩარჩო პროექტები მოამზადა

ევროკომისიამ (EC) უკრაინისა და მოლდოვის გაწევრიანების მოლაპარაკებების ჩარჩო პროექტები მოამზადა.
მოლაპარაკებების ჩარჩოები ადგენს თითოეულ კანდიდატ ქვეყანასთან გაწევრიანების მოლაპარაკებების სახელმძღვანელო პრინციპებს. ევროკომისიის მიერ მომზადებული ჩარჩოს პროექტი დაყოფილია სამ ნაწილად:
· გაწევრიანების მოლაპარაკებების მარეგულირებელი პრინციპები
· მოლაპარაკებების შინაარსი
· მოლაპარაკების პროცედურა
ევროკომისიის ცნობით, მოლაპარაკებების ჩარჩოს პროექტი ეფუძნება გასული გაფართოების გამოცდილებას და მიმდინარე გაწევრიანების პროცესს, ითვალისწინებს ევროკავშირის კანონმდებლობას და გაფართოების განახლებულ მეთოდოლოგიას.
ახლა საბჭომ უნდა დაიწყოს ევროკომისიის მიერ შეთავაზებული ტექსტების შიდა განხილვები და დამტკიცოს მოლაპარაკებების ჩარჩოები. ამის შემდეგ ევროკავშირის საბჭოს როტაციული თავმჯდომარე ქვეყანა წარადგენს შეთანხმებულ საერთო პოზიციას პირველ მთავრობათაშორის კონფერენციაზე თითოეულ ქვეყანასთან, რითაც გაწევრიანების მოლაპარაკებები ოფიციალურ დაიწყება. მოლაპარაკებების ჩარჩოები სწორედ ამ ეტაპზე გასაჯაროვდება.
უკრაინისა და მოლდოვის შესახებ რეკომენდაციების შესრულებაზე ევროკომისია ზეპირ შუალედურ მოხსენებას წარუდგენს საბჭოს.
ევროკავშირის ლიდერების სამიტი 21-22 მარტს გაიმართება. იმედოვნებს, რომ ამ სამიტზე მოხდება მოლაპარაკების ჩარჩოს დამტკიცება, თუმცა მედიის ცნობით, პროცესი შესაძლოა, რამდენიმე თვით გაჭიანურდეს და შეთანხმება ევროპარლამენტის ივნისში დაგეგმილი არჩევნების შემდეგ შედგეს.
ევროპულმა საბჭომ უკრაინასთან და მოლდოვასთან გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნას 2023 წლის დეკემბრის სამიტზე დაუჭირა მხარი.

ასევე დაგაინტერესებთ

დიმიტრი ცქიტიშვილი – ქვეყანა, როგორც დემოკრატიული სახელმწიფო ჩამოიშალა, რასაც არაადეკვატურად უყურებს ხელისუფლება – ეუთოს „მოსკოვის მექანიზმზე“ პასუხები კიდევ უფრო შემაშინებელია, გააზრებული არ აქვთ, რა უბედურებაში შეიყვანეს საკუთარი თავი და ქვეყანა

რომან გოცირიძე: ქვემოთ მომყავს იმის დამადასტურებელი სურათი, რომ მართლაც მხოლო 95 ადამიანმა მოიწონა, არა და “იმედში” 500 კაცი მუშაობს, ხოლო მთელ ჰოლდინგში ათსზე მეტი. ამაზე სამარცხვინო ამბავი რა უნდა შეგემთხვეს?