ევროკომისიამ სოციალური პლატფორმა „იქსი“ 120 მილიონით დააჯარიმა

ევროკომისიამ სოციალური პლატფორმა „იქსი“ ციფრული სერვისების აქტის დარღვევისთვის 120 მილიონი ევროთი დააჯარიმა.
როგორც ევროკომისია აცხადებს, სოციალური პლატფორმა X-ის მიერ ვერიფიცირებული ანგარიშებისთვის შექმნილი „ლურჯი ნიშანი“ არღვევს ციფრული სერვისების შესახებ კანონის (DSA) მოთხოვნას.
ევროკომისიის განცხადებით, სოციალურ პლატფორმა X-ზე ნებისმიერ პირს შეუძლია, გადაიხადოს თანხა და მიიღოს „ვერიფიცირებულის“ სტატუსი, კომპანია კი არსებითად არ ამოწმებს, ვინ დგას ანგარიშის უკან. „ეს ართულებს მომხმარებლებისთვის იმის განსჯას, რამდენად ავთენტურია ანგარიშები“, – აცხადებენ ევროკომისიაში.
ამასთან, როგორც ევროკომისიაში აღნიშნავენ, „იქსი“ არ აკმაყოფილებს ციფრული სერვისების შესახებ კანონის გამჭვირვალობისა და ხელმისაწვდომობის მოთხოვნებს. ევროკომისიის განცხადებით, X არ ასრულებს ვალდებულებას, მიაწოდოს მკვლევრებს პლატფორმის საჯარო მონაცემებზე წვდომა.
სოციალურ პლატფორმა X-ს ახლა აქვს 60 სამუშაო დღე, რათა ევროკომისიას აცნობოს კონკრეტული ღონისძიებების შესახებ, რომელთა განხორციელებასაც აპირებს. შეუსრულებლობამ, შეიძლება, პერიოდულად ჯარიმები გამოიწვიოს.
1tv.ge

ასევე დაგაინტერესებთ

“იცით, რა არის ეს? ეს არის სისტემა, რომელიც ინვესტორს აძლევს უფლებას, პირდაპირ უჩივლოს სახელმწიფოს საერთაშორისო არბიტრაჟში (მაგალითად, ვაშინგტონში, მსოფლიო ბანკის ეგიდით მოქმედ ICSID-ში). შედეგად, საქართველო მიიღებს მრავალმილიარდიან სარჩელს…”