ევროკომისიამ არასამთავრობო ორგანიზაციების შესახებ კანონის მიღების შემთხვევაში შედეგების თაობაზე გააფრთხილა

ევროკომისიამ არასამთავრობო ორგანიზაციების შესახებ კანონის მიღების შემთხვევაში შედეგების თაობაზე გააფრთხილა. ამის თაობაზე კომენტარი ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა ვერა იუროვამ გააკეთა.
ევროკავშირის წევრ ქვეყნებში კანონის უზენაესობის მდგომარეობის შესახებ ანგარიშის გამოქვეყნებამდე გამართულ პრესკონფერენციაზე იუროვამ განაცხადა, რომ ბრატისლავაში იყო და ისაუბრა სლოვაკეთის მთავრობის მიერ ინიცირებულ კანონპროექტზე, რომელიც “უცხოურ აგენტებთან ბრძოლის” ინიციატივებს ჰგავს.
“ძალიან მკაფიო ვიყავი. არასამთავრობო ორგანიზაციების შესახებ კანონთან დაკავშირებით თუ უნრგეთის მაგალითს მიყვებით, ჩვენ დაუყონებლივ დავიწყებთ [ევროკავშირის კანონმდებლობის] დარღვევის პროცედურას, ვინაიდან სასამართლოს გადაწყვეტილება უკვე გვაქვს”, – განაცხადა იუროვამ.
ცნობისთვის, იუროვა “უცხოური აგენტების” კანონზე საუბრობდა, რომელიც უნგრეთმა 2021 წელს გააუქმა, მას შემდეგ რაც ევროკავშირის სასამართლომ ის უკანონოდ აღიარა.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ღამბაშიძე: სახარების მიხედვით, დადასტურებულად რაც ვიცით არის ის, რომ ქრისტეს შემდეგ სამოთხეში ის ადამიანი შევიდა, რომელმაც მოწყალება გამოიჩინა. ის კი არა რომ მილიონი ვინმეს შესწირა, ან სამი ეკლესია ააშენა, ან ყველაზე მეტი პირჯვარი გადაიწერა…