ევროკომისიამ რუსულ ენერგორესურსებზე უარის თქმის გეგმა წარადგინა

ევროკომისიამ რუსულ ენერგორესურსებზე უარის თქმის გეგმა წარადგინა
ევროკომისიამ სამშაბათს წარადგინა ევროკავშირში რუსული ენერგოპროდუქტების იმპორტის შეჩერების „საგზაო რუკის“ პროექტი.
„დღეს ჩვენ დავამტკიცეთ საგზაო რუკა და მომავალ თვეში წარმოვადგენთ კომისიის საკანონმდებლო წინადადებებს“, – განაცხადა ევროკომისიის წევრმა ენერგეტიკის საკითხებში, დენ იორგენსენმა, სტრასბურგში გამართულ პრესკონფერენციაზე.