ევროკომისიამ, რომლის პრეზიდენტიც საქართველოს მიმართ უსამართლო კრიკიტიკით გამორჩეული გახლავთ, „კარგი მთავრობის 2025 წლის ანგარიშის“ ფარგლებში, რამდენიმე მნიშვნელოვანი ინდექსი გამოაქვეყნა – საქართველოს ყველა მიმართულებით წარმატება აქვს და მეტიც, ზოგიერთი მიმართულებით ისტორიული მნიშვნელობის პროგრესიც დავაფიქსირეთ

ევროკომისიამ, რომლის პრეზიდენტიც საქართველოს მიმართ უსამართლო კრიკიტიკით გამორჩეული გახლავთ, „კარგი მთავრობის 2025 წლის ანგარიშის“ ფარგლებში, რამდენიმე მნიშვნელოვანი ინდექსი გამოაქვეყნა – საქართველოს ყველა მიმართულებით წარმატება აქვს და მეტიც, ზოგიერთი მიმართულებით ისტორიული მნიშვნელობის პროგრესიც დავაფიქსირეთ
„ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ, ევროკომისიის მიერ „კარგი მთავრობის 2025 წლის ანგარიშის“ ფარგლებში გამოქვეყნებულ რამდენიმე მნიშვნელოვან ინდექსზე ისაუბრა, რომელთა მიხედვით, საქართველომ ყველა მიმართულებით წარმატებას მიაღწია.
როგორც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებული ანგარიში, საერთაშორისოდ აღიარებული სუბიექტების, გლობალური შემფასებელი ორგანიზაციების პროფილურ კვლევებს და მონაცემებს, ანუ ობიექტურ კრიტერიუმებს ეყრდნობა.
„დღეს, ერთ განსაკუთრებული მნიშვნელობის საკითხზე გვსურს გავამახვილოთ ყურადღება.
მოგეხსენებათ, ევროკომისიამ, რომლის პრეზიდენტიც გახლავთ საქართველოს მიმართ მწვავე და უსამართლო კრიკიტიკით გამორჩეული ქალბატონი, ურსულა ფონ დერ ლაიენი, „კარგი მთავრობის 2025 წლის ანგარიშის“ ფარგლებში, რამდენიმე მნიშვნელოვანი ინდექსი გამოაქვეყნა, მათ შორის: „კეთილსაიმედო კანონმდებლობის და პოლიტიკის“, „ლიდერობისა და შორსმჭვრეტელობის“, „ძლიერი სახელმწიფო ინსტიტუტებისა“ და „მიმზიდველი საბაზრო ეკონომიკის“ ინდექსები.
ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებული ანგარიში, ჩენდლერის მმართველობის ინსტიტუტის მიერაა მომზადებული და გაეროს, მსოფლიო ბანკის, სავალუტო ფონდის, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის, სხვა საერთაშორისოდ აღიარებული სუბიექტების, გლობალური შემფასებელი ორგანიზაციების პროფილურ კვლევებს და მონაცემებს, ანუ ობიექტურ კრიტერიუმებს და ფაქტობრივ მონაცემებს ეყრდნობა.
ხაზგასმით აღსანიშნავია, რომ თითოეული ამ ინდექსის მიხედვით, საქართველოს აბსოლუტურად ყველა მიმართულებით წარმატება აქვს და მეტიც, ზოგიერთი მიმართულებით ისტორიული მნიშვნელობის პროგრესიც დავაფიქსირეთ.
პირველ რიგში, მოდით, გავეცნოთ აღნიშნული კვლევის მონაცემებს, ხოლო შემდეგ, უკვე პოლიტიკურ შეფასებაზეც გადავიდეთ, რომელიც არანაკლებ მნიშვნელოვანია, თუ მეტად არა.
1. „ძლიერი ინსტიტუტების ინდექსით“ საქართველოს ხელისუფლებამ, შეფასების 100 პროცენტიანი სისტემით, ახალი ისტორიული მაქსიმუმი – 63% დაფიქსირა და მსოფლიოში 34-ე ადგილზე გავიდა!
აღსანიშნავია, რომ ინსტიტუციური სიძლიერით საქართველო უსწრებს ევროკავშირის წევრობის ყველა კანდიდატ ქვეყანას, ევროკავშირის და ნატოს წევრ 13 სახელმწიფოს: პორტუგალიას, ხორვატიას, საბერძნეთს, სლოვაკეთს, უნგრეთს, ალბანეთს, ჩრდილოეთ მაკედონიას, მალტას, კვიპროსს, ბულგარეთს, მონტენეგროს, რუმინეთს და თურქეთს.
2. „მიმზიდველი საბაზრო ეკონომიკის“ ინდექსით საქართველომ დააფიქსირა ახალი ისტორიული მაქსიმუმი მსოფლიოში 30-ე ადგილზე გავიდა და ევროპის საუკეთესო ოცეულში მოხვდა!
შეფასების 100 პროცენტიანი სისტემით, საქართველომ ახალი ისტორიული მაქსიმუმი – 63.2% მიიღო. რეიტინგში საქართველო უსწრებს ევროკავშირის წევრობის ყველა კანდიდატ ქვეყანას, ევროკავშირის და ნატოს წევრ 16 სახელმწიფოს: პორტუგალიას, ჩეხეთს, კვიპროსს, ხორვატიას, უნგრეთს, სლოვენიას, ლატვიას, საბერძნეთს, პოლონეთს, სლოვაკეთს, ალბანეთს, ჩრდილოეთ მაკედონიას, ბულგარეთს, მონტენეგროს, რუმინეთს და თურქეთს.
3. „ლიდერობის და შორსმჭვრეტელობის“ ინდექსით საქართველოს ხელისუფლება ევროპის საუკეთესო ოცეულშია.
საქართველოს ხელისუფლებამ შეფასების 100 პროცენტიანი სისტემით 52% მიიღო, მსოფლიოში 32-ე ადგილზე გავიდა და ევროპის საუკეთესო ოცეულში 17-ე პოზიცია დაიკავა.
ლიდერობით და შორსმჭვრეტელობით საქართველოს ხელისუფლება უსწრებს ევროკავშირის და ნატოს წევრ 19 სახელმწიფოს: ისლანდიას, ჩეხეთს, ლატვიას, ესპანეთს, უნგრეთს, პორტუგალიას, ბულგარეთს, საბერძნეთს, მალტას, სლოვენიას, პოლონეთს, ჩრდილოეთ მაკედონიას, სლოვაკეთს, მონტენეგროს, კვიპროსს, ხორვატიას, რუმინეთს, ალბანეთს და თურქეთს.
4. „კეთილსაიმედო კანონმდებლობის და პოლიტიკის“ ინდექსით საქართველოს ხელისუფლება ევროპის საუკეთესო ოცეულშია! საქართველოს ხელისუფლებამ შეფასების 100 პროცენტიანი სისტემით 70% მიიღო, მსოფლიოში 26-ე ადგილზე გავიდა და ევროპის საუკეთესო ოცეულში 18-ე პოზიცია დაიკავა.
კანონმდებლობის და პოლიტიკის კეთილსაიმოდეობით საქართველო უსწრებს ევროკავშირის და ნატოს წევრ 18 სახელმწიფოს: იტალიას, ლატვიას, პორტუგალიას, ესპანეთს, სლოვენიას, კვიპროსს, სლოვაკეთს, ბულგარეთს, მალტას, საბერძნეთს, პოლონეთს, რუმინეთს, ხორვატიას, ალბანეთს, უნგრეთს, ჩრდილოეთ მაკედონიას, მონტენეგროს და თურქეთს.
რა თქმა უნდა, ყველა ხვდება, რომ ეს არის ძალიან დიდი წარმატება, წარმატება, რომელიც ეკუთვნის არა მხოლოდ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას, არამედ, მთლიანად საქართველოს და ქართველ ხალხს.“ – განაცხადა მდინარაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე.
Previous: როგორც ჩანს, ოპოზიციამ უკვე დაინახა, რომ საარჩევნო მხარდაჭერა არ გააჩნია, ამიტომაც ისევ ძველ, კარგად ნაცად გზას ადგას — მარცხის შემდეგ ბოიკოტი, ქუჩის მიტინგები და უცხოელი კურატორების დავალებების შესრულება

ასევე დაგაინტერესებთ

ზაზა შათირიშვილი: აბსოლუტური ბლეფია ტრამპის მუქარა, რომ შესაძლოა აშშ-მა ნატო დატოვოს. მაშ რა მიზანი აქვს ტრამპის რიტორიკას ნატოს წინააღმდეგ? – მთელი ეს სპექტაკლი, სწორედ ვიქტორ ორბანის პოლიტიკური გუნდის დანგრევას და არჩევნებში მის გარდაუვალ მარცხს უკავშირდება

ზაზა შათირიშვილი: ვიქტორ ორბანი „დიპ სტეიტმა“ საკმაოდ რთულ ვითარებაში ჩააგდო – ის რაც ორბანისათვის პოლიტიკური ქულების მომტანი უნდა ყოფილიყო, ანუ აშშ-ის მხარდაჭერა, არჩევნების წინ ყველაზე დიდ თავის ტკივილად გადაიქცა

ზაზა შათირიშვილი: უნგრეთში საპარლამენტო არჩევნები ბევრ რამეს წყვეტს როგორც უნგრელებისთვის, ასევე თამამად შეიძლება ითქვას, რომ ახლა სწორედ ამ არჩევნებზე გადის დაპირისპირების მთავარი ფრონტის ხაზი „დიპ სტეიტსა“ და ეროვნულ, სუვერენულ პოლიტიკურ ძალებს შორის

ზაზა შათირიშვილი: „ნატო“ არათუ დაიშლება, არამედ როგორც იცით, რამდენიმე თვის წინ, სწორედ ტრამპის ხელით ალიანსის წევრ ქვეყნებს ხარჯები კიდევ უფრო გააზრდევინეს – ამ ფონზე, ცხადია აბსოლუტური ბლეფია ტრამპის მუქარა, რომ შესაძლოა აშშ-მა ნატო დატოვოს