ევროკომისიამ მხარი დაუჭირა ბოსნია და ჰერცეგოვინასთან გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნას

ევროკომისიამ რეკომენდაცია გაუწია ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებას ბოსნია და ჰერცეგოვინასთან.
როგორც ევროკომისიის ანგარიშშია ნათქვამი, კანდიდატის სტატუსის მინიჭების შემდეგ, ბოსნია და ჰერცეგოვინამ გადადგა მნიშვნელოვანი ნაბიჯები სასამართლო და პროკურატურის სისტემის გასაუმჯობესებლად, კორუფციული ორგანიზებული დანაშაულისა და ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლისა და მიგრაციის მართვის გასაუმჯობესებლად, ასევე მიაღწია და შეინარჩუნა ევროკავშირის საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან სრული თანხვედრა, რაც, კომისიის შეფასებით, მნიშვნელოვანი პოზიტიური ნაბიჯია და გადამწყვეტი გეოპოლიტიკური არეულობის დროს.
2022 წლიდან მიღწეული შედეგების გათვალისწინებით, კომისია მიიჩნევს, რომ ბოსნიამ და ჰერცეგოვინამ მიაღწია წევრობის კრიტერიუმებთან შესაბამისობის აუცილებელ დონეს და რეკომენდაციას უწევს საბჭოს, გახსნას გაწევრიანების მოლაპარაკებები. კომისიის რეკომენდაცია, საბჭომ მიიღოს მოლაპარაკებების ჩარჩო მას შემდეგ, რაც ბოსნია და ჰერცეგოვინა გადადგამს შემდგომ ნაბიჯებს კომისიის მოხსენების შესაბამისად.
ბოსნია და ჰერცეგოვინამ ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადი 2016 წელს გააკეთა, კანდიდატის სტატუსი კი 2022 წლის დეკემბერში მიიღო.
ბოსნია და ჰერცეგოვინასთან გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნის შესახებ გადაწყვეტილება უნდა მიიღოს ევროპულმა საბჭომ, რომელიც 21-22 მარტს შეიკრიბება.

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკა გვარამია – გამოდიან მოლაპარაკებაზე ივანიშვილისგან, რომ კობახიძე და დღევანდელი მთავრობა გაქრება პოლიტიკური სპექტრიდან, თუ ოპოზიცია თანახმა იქნება, დაჯდეს მოლაპარაკებების მაგიდასთან – ეს სიგნალი ქვეყნის ფარგლებში არ ყოფილა

მამუკა ხაზარაძე ახალი არჩევნების მისაღწევად 5-პუნქტიან გეგმას ასახელებს, მათ შორის არის ოპოზიციის მხრიდან არჩეული პარლამენტის წევრების მიერ “სახალხო პარლამენტის” ფორმირება და თავმჯდომარედ პრეზიდენტის მოწვევა