ევროკომისიამ „კატარ გეითის“ ფარგლებში დისციპლინური გამოძიება დაიწყო ერთ-ერთი მაღალჩინოსნის, ესტონელი ჰენრიკ ჰოლოლეის მიმართ. ის კაია კალასის მამის, სიიმ კალასის მთავრობაში მუშაობდა – POLITICO

ევროკომისიამ „კატარ გეითის“ ფარგლებში დისციპლინური გამოძიება დაიწყო ერთ-ერთი მაღალჩინოსნის, ესტონელი ჰენრიკ ჰოლოლეის მიმართ. ის კაია კალასის მამის, სიიმ კალასის მთავრობაში მუშაობდა – POLITICO
ევროპულმა კომისიამ შიდა დისციპლინური გამოძიება დაიწყო ერთ-ერთი მაღალჩინოსნის, ესტონელი ჰენრიკ ჰოლოლეის მიმართ ინტერესთა კონფლიქტის, გამჭვირვალეობის დარღვევისა და ძვირადღირებული საჩუქრების მიღების გამო. ინფორმაციას Politico ავრცელებს.
შიდა მოკვლევა მას შემდეგ დაიწყო, რაც ხუთი თვის წინ ევროპულმა პროკურატურამ ესტონელი პოლიტიკოსის წინააღმდეგ, რომელიც ევროკავშირის მთავარი დიპლომატის, კაია კალასის მამის, სიიმ კალასის მთავრობაში მუშაობდა, კორუფციის ბრალდებით სისხლის სამართლის საქმე აღძრა.
თავის მხრივ, სისხლის სამართლის საქმე აღიძრა მას შემდეგ, რაც ფრანგულმა გაზეთმა Liberation-მა გამოაქვეყნა სტატია, სადაც საუბარი იყო იმაზე, რომ ჰოლოლეი, რომელიც ევროკავშირის ტრანსპორტის სფეროში ერთ-ერთ მაღალ თანამდებობას იკავებდა, კატარს, მისთვის და მისი უახლოესი წრისთვის საჩუქრების, მათ შორის დოჰაში ხუთვარსკვლავიან სასტუმროში ცხოვრების სანაცვლოდ, მსხვილი საავიაციო გარიგების შესახებ კონფიდენციალურ მასალებს აწვდიდა.
როგორც გამოცემა წერს, მიმდინარე წლის 21 მარტს ჰოლოლეის ეცნობა, რომ მის წინააღმდეგ დისციპლინური გამოძიებაა დაწყებული. „შიდა დისციპლინური პროცედურა გრძელდება და გონივრულ ვადებში დასრულდება, როგორც დაწესებულების, ასევე დაინტერესებული პირის ინტერესების სრული დაცვით“, – განუცხადა ევროკომისიის წარმომადგენელმა ჟურნალისტებს.
შიდა მოკვლევას ბიუჯეტისა და ადამიანური რესურსების საკითხებში ევროკომისრის, პიოტრ სერაფინის აპარატი აწარმოებს. ევროკომისიაში ვარაუდობენ, რომ ესტონელმა პოლიტიკოსმა კომისიის ოთხი მუხლი დაარღვია: „საჩუქრების არასანქცირებული მიღება”, „ინტერესთა კონფლიქტი“, „დოკუმენტების არასანქცირებული გამჟღავნება“ და „კომისიის მისიების შესახებ გამჭვირვალობის წესების დარღვევა“.
როგორც გამოცემა წერს, თუ ჰოლოლეის ბრალეულობა დადასტურდება, მას სანქციის სახით ან წერილობით საყვედურს ეტყვიან, ან სამსახურიდან გაუშვებენ, საპენსიო გადასახადების შემცირებით.
Previous: რუმინელთა უმრავლესობისთვის ჯორჯე სიმიონის ევროსკეპტიციზმი, მისი უარყოფითი დამოკიდებულება უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მიმართ და ევროკავშირის ხელმძღვანელობის კრიტიკა, უფრო მისაღები ყოფილა, ვიდრე ხელისუფლების ასკინკილათი ხტუნვა ბრიუსელის წინაშე

ასევე დაგაინტერესებთ

ვიზალიბერალიზაციას ეკონომიკასთან არავითარი კავშირი არ აქვს, ეს ცარიელი სპეკულაციებია, თუმცა ჩვენთვის მნიშვნელოვანია, შევინარჩუნოთ ეს სიკეთე ჩვენი მოქალაქეებისთვის, ჩვენგან თუ რაიმე არის გასაკეთებელი, ყველაფერს გავაკეთებთ რაციონალურ ფარგლებში

თუ ყაველაშვილის შეწყალებას არ აღიარებ, ყაველაშვილის და კობახიძის დანიშნულ არჩევნებს რანაირად აღიარებ? აქ ხდება მარტივი რამ – „დიფ სთეითმა“ გადაწყვიტა, გამოეყვანა ეს ადამიანები პარლამენტიდან და შეეყვანა ციხეში, ეს არის რეალობა

ვიღაცას უნდოდა ზეწოლის განხორციელება თორნიკე რიჟვაძეზე – უწყისი მაქვს ნანახი, სადაც ხაბეიშვილს კონკრეტული სახელი ჰქონდა მიკუთვნებული და შესაბამისად, ვიცით, წყარო რა იყო და აქ იგულისხმებიან კონკრეტული პირები

გახარია გაიპარა ქვეყნიდან, არის გაქცეული და რაღაც საბაბებს იგონებს, რომ გაამართლოს ქვეყნის გარეთ ყოფნა, თავისი შიშები აქვს ამ კაცს და რეალურად მის გაქცევას არჩევნებთან არავითარი კავშირი არ აქვს