ევროკომისიამ, ევროკავშირის მთავარმა ანტიმონოპოლიურმა მარეგულირებელმა, დაამტკიცა გარიგება, რომლის მიხედვითაც იტალიური მოდის სახლი Prada, Capri Holdings-ისგან Versace-ს ბრენდს შეიძენს.
გარიგების შესახებ აპრილში გამოცხადდა და მისი დასრულება წლის მეორე ნახევარში იგეგმება. Versace-ს ღირებულება 1.375 მილიარდ დოლარად იყო შეფასებული.
Capri-მ, რომელიც ასევე ფლობს Michael Kors-ისა და Jimmy Choo-ს ბრენდებს, Versace 2018 წელს 1.8 მილიარდ ევროდ შეიძინა.
