ევროკომისიამ აპარატის თანამშრომლები ჯაშუშობის მუქარის შესახებ გააფრთხილა

ევროკომისიამ, რომელიც ევროკავშირის მთავრობის ფუნქციებს ასრულებს, აპარატის თანამშრომლები ჯაშუშობის საშიშროების თაობაზე გააფრთხილა. Politico-ში გამოქვეყნებული შიდა წერილის თანახმად, საფრთხე მათ შეიძლება შეექმნათ მუშაობის დროს.
“ბრიუსელი მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი ჯაშუშური ცენტრია, სადაც დასაქმებულია ასობით დაზვერვის თანამშრომელი, რომლებსაც მიზანში ჰყავთ ამოღებული ჩვენი ინსტიტუტები. ნებისმიერი შეიძლება გახდეს მათი სამიზნე, არ აქვს მნიშვნელობა, თუ რა პოზიცია უჭირავს”, – ნათქვამია გაფრთხილებაში. როგორც წესი, უცხოეთის დაზვერვის აგენტები დიპლომატების, ჟურნალისტების, ლობისტების, მეცნიერების ან ასპირანტების საფარქვეშ მუშაობენ.
ტექსტში არ არის მითითებული საფრთხის კონკრეტული წყაროები. მანამდე, 2019 წელს, ევროკავშირის დიპლომატიურმა სამსახურმა თანამშრომლები ჩინეთისა და ს მხრიდან მომდინარე ჯაშუშობის საფრთხის შესახებ გააფრთხილა.
2020 წლის სტატიაში Politico-ს მოყვანილი აქვს ბელგიის სადაზვერვო სამსახურების შეფასება, რომლის თანახმად, ბრიუსელში, ზოგიერთ საელჩოში, დიპლომატების 10-დან 20 პროცენტამდე შეიძლება იყოს დაზვერვის თანამშრომელი.
ევროკავშირის ქვეყნებმა ჯაშუშობის ბრალდებით არაერთხელ გააძევეს რუსეთის დიპლომატიური მისიების თანამშრომლები.

ასევე დაგაინტერესებთ

პრემიერი – თუ ვინმე დაამტკიცებს, რომ ჯანსაღი მოვლენაა, როცა ქალს შეუძლია ჩაეწეროს კაცად, ან კაცი ჩაეწეროს ქალად, მაშინ კი ბატონო, გავაუქმოთ კანონი – მაშინ შემიძლია წარმოვიდგინო თავი რომელიმე ცხოველად და რატომ არ უნდა ჩავეწერო ასეთად?!