სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი პრემიერ ირაკლი კობახიძეს მათი სატელეფონო საუბრის დამახინჯებაში ადანაშაულებს. ვარჰეის კომენტარს რადიო თავისუფლების ევროპის ბიუროს რედაქტორი რიკარდ იოზვიაკი ავრცელებს.
„ვწუხვარ, რომ ჩემი სატელეფონო ზარის ერთი ნაწილი არა მხოლოდ მთლიანად იქნა ამოღებული კონტექსტიდან, არამედ საზოგადოებას წარუდგინეს ისე, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ჩემი სატელეფონო ზარის თავდაპირველი მიზნის სრული არასწორი ინტერპრეტაცია. ”- აცხადებს ვარჰეი.