ევროკომისარი მარტა კოსი – „უკრაინა-დაუყოვნებლივ!“ – ეს იყო ჩემი პასუხი შეკითხვაზე, რომელი ქვეყნის ხილვა მსურდა ევროკავშირში – ევროკავშირმა გააკეთა არჩევანი: უკრაინა ჩვენ გვეკუთვნის

– დაუყოვნებლივ!” ეს იყო ჩემი პასუხი ევროპარლამენტარების შეკითხვაზე, რომელი ქვეყნის ხილვა მსურდა შემდგომ ევროკავშირში. უკრაინა, რადგან ისინი იბრძვიან თავიანთი არჩევანისთვის, იყვნენ ევროკავშირის ოჯახის წევრი, – ამის შესახებ ევროკომისარი გაფართოების საკითხებში, მარტა კოსი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.
„დღეს მივემგზავრები კიევში, რათა გამოვხატო სოლიდარობა უკრაინელი ხალხის მიმართ, ს სრულმასშტაბიანი შეჭრიდან სამი წლის თავზე. სიბნელეში უკრაინელებმა წარმოუდგენელი სიმამაცე გამოიჩინეს. ისინი იბრძვიან არა მხოლოდ თავიანთი მიწისთვის, არამედ თავისუფლებისთვის, ღირსებისა და მომავლისთვის. ისინი იყურებიან ევროპისკენ, რადგან იციან ალტერნატივა არის მსოფლიო ღირებულებების გარეშე, რომელსაც მართავს სისასტიკე და უსამართლობა“, – წერს კოსი.
მისი თქმით, უკრაინას სჭირდება მუდმივი პოლიტიკური, ეკონომიკური და სამხედრო მხარდაჭერა და ამ კუთხით, ევროკავშირი უკრაინისთვის გამოყოფილი 134,5 მილიარდი ევროთი, ყველაზე დიდი დონორი და ინვესტორია.
„რა არის შემდეგი? უსაფრთხოების გარანტიები, რეკონსტრუქცია და მკაფიო გზა ევროკავშირის წევრობისკენ. უსაფრთხოების გარანტიები ევროკავშირის ლიდერების დღის წესრიგის მთავარი თემაა. რეკონსტრუქცია და უკრაინის გაწევრიანება ჩემთვის მთავარია“, – აცხადებს მარტა კოსი.
მისი თქმით, თავისუფალი, აყვავებული უკრაინა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ევროპის უსაფრთხოებისა და სანდოობისთვის.
„ისტორია განსჯის ჩვენს ქმედებებს. ევროკავშირმა გააკეთა არჩევანი: უკრაინა ჩვენ გვეკუთვნის. ახლა ჩვენ უნდა მივყვეთ უკრაინის გამბედაობას შესაბამისი სიმტკიცით“, – წერს მარტა კოსი.