ევროკავშირში ხელმძღვანელ თანამდებობებზე ქალების რაოდენობა გაიზარდა – Eurostat
ევროკავშირის ქვეყნებში უფრო მეტი ქალია ხელმძღვანელ თანამდებობებზე. ამის შესახებ „ევროპულსი“ წერს.
ევროპის სტატისტიკური სააგენტოს უახლესი მონაცემებით, 3,7 მილიონი ქალი იკავებს ხელმძღვანელ თანამდებობებს. ეს 600 ათასით მეტია 2014 წელთან შედარებით.
Eurostat–ის თანახმად, ყველაზე მეტი ქალი მენეჯერი გვხვდება შვედეთში (44%), ლატვიაში (43%) და პოლონეთში (42%). ყველაზე დაბალი მაჩვენებელია ლუქსემბურგში (22%), ხორვატიაში (24%) და ჩეხეთში (27%).
ყველაზე დიდი პროგრესი დაფიქსირდა კვიპროსზე, მალტასა და შვედეთში, სადაც ლიდერ ქალთა რაოდენობა 6-10%-ით გაიზარდა.
მიუხედავად იმისა, რომ ქალები ევროკავშირში მუშაკთა თითქმის ნახევარს შეადგენენ (46%), ისინი მაინც შეადგენენ მენეჯერების 35%-ზე ნაკლებს. ბოლო ათი წლის განმავლობაში ეს მაჩვენებელი 3%-ით გაიზარდა.
