ევროკავშირში შესვლის ახალი სისტემის ამოქმედება ერთი თვით გადაიდო

ევროკავშირში შესვლის ახალი სისტემის ამოქმედება კიდევ ერთი თვით გადაიდო. ახლა გრაფიკის მიხედვით EES (შესვლის/გასვლის სისტემა) 10 ნოემბერს ამოქმედდება.

შეფერხების ოფიციალური მიზეზი უცნობია. აეროპორტები ადრე აცხადებდნენ, რომ არ იყვნენ მზად ახალი სისტემის დასანერგად. ასევე, ზოგიერთ ქვეყანას არ დაუსრულებია ყველა მოსამზადებელი ეტაპი.

ახალი სისტემის დანერგვას ევროკავშირი 2021 წელს აპირებდა. გაშვების თარიღი მოგვიანებით გადავიდა 2024 წლის 6 ოქტომბრამდე.

EES-ის დანერგვის შემდეგ, ევროკავშირის გარედან ყველა მოგზაურს მოეთხოვება დარეგისტრირება სისტემაში. ევროკავშირის გამშვებ პუნქტზე მოგზაურებმა უნდა მიაწოდონ პასპორტის დეტალები, გადაიღონ ფოტო და დატოვონ თითის ანაბეჭდები. მონაცემები სისტემაში შეინახება 3 წლის განმავლობაში. ახალი სისტემა პასპორტში შტამპებსაც შეცვლის.
ავიანიუსი