ევროკავშირში უკრაინის მისაღებად მოლაპარაკებები ზაფხულამდე არ დაიწყება

ევროკავშირში უკრაინის გასაწევრიანებლად მოლაპარაკებები სავარაუდოდ, ზაფხულში დაიწყება. ამის შესახებ, როგორც უკრაინული მედია და სააგენტო „ფრანს პრესი” წერენ, ბრიუსელში 21 თებერვალს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა ურზულა ფონ დერ ლაიენმა.
ევროკომისიის პრეზიდენტი არ მოელის, რომ პროცესის დასაწყებად საჭირო მოლაპარაკებების ჩარჩო მზად იქნება ევროპარლამენტის არჩევნებამდე, რომელიც 6-9 ივნისს ჩატარდება. ფონ დერ ლაიენი ვარაუდობს, რომ სთან მოლაპარაკებისთვის საჭირო ბაზა მზად იქნება ზაფხულის დასაწყისში.
ევროკომისიამ 2024 წლის იანვარში დაიწყო მუშაობა უკრაინასთან მოლაპარაკების ჩარჩოზე – დოკუმენტზე, რომელიც განსაზღვრავს ევროკავშირში მისაღებად მოლაპარაკების წარმოების პრიცნიპებსა და პროცედურებს. დოკუმენტს მხარი უნდა დაუჭიროს ევროკავშირის 27-ვე წევრმა სახელმწიფომ.
უკრაინის წარმომადგენლები არ გამორიცხავდნენ, რომ მოლაპარაკების პროცესი 2024 წლის გაზაფხულიდან დაიწყებოდა.
2023 წლის დეკემბერში, ევროკავშირის ლიდერებმა მხარი დაუჭირეს გაერთიანებაში მისაღებად უკრაინასა და მოლდოვასთან მოლაპარაკებების დაწყებას და საქართველოსთვის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას. პროცესის წინსვლა დამოკიდებულია ამ ქვეყნებში რეფორმების განხორციელებაზე.

ასევე დაგაინტერესებთ

მიხეილ სარჯველაძე ჩანაცვლებით თერაპიაზე – ყველა ბენეფიციარმა, ვინც მოგვმართა, ნორმალურ პირობებში მიიღო სერვისი – ინციდენტებსაც ჰქონდა ადგილი, რაც მეტყველებს, რომ კერძო სექტორში მიწოდებული სერვისი მნიშვნელოვანი ნაკლოვანებებით ხასიათდებოდა

„ნაციონალური მოძრაობა“ – სრულ სოლიდარობას და მხარდაჭერას ვუცხადებთ არასამთავრობო ორგანიზაციების ყველა იმ წევრს, რომლებსაც დღეს ივანიშვილის მარიონეტებმა ახალი რეპრესიების ტალღა დაუანონსეს

„ლელო – ძლიერი საქართველო“ – ანტიკორუფციული ბიურო დღეს „ქართული ოცნების” კორუფციის მთავარ მცველად არის ქცეული – ხელისუფლებიდან ივანიშვილის ბანდის განდევნის შემდეგ გავაუქმებთ ქვეყნისა წინააღმდეგ მიმართულ ყველა საკანონმდებლო ნორმას