ევროკავშირში საშუალო თვიური ხელფასი 2,290 ევროთი მეტია, ვიდრე საქართველოში – ISET Policy Institute

ევროკავშირში საშუალო თვიური ხელფასი 2,290 ევროთი, დაახლოებით 7 000 ლარით მეტია, ვიდრე საქართველოში. ამის შესახებ ინფორმაციას ISET Policy Institute ავრცელებს.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, საქართველოში
2024 წლის 1-ელ კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 13.2 პროცენტით (226.8 ლარით) გაიზარდა და 1 943.4 ლარი შეადგინა.
საქმიანობის სახეების მიხედვით შედარებით მაღალი ხელფასი დაფიქსირდა შემდეგ დარგებში:
საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები – 4 519.4 ლარი (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაიზარდა 20.2 პროცენტით);
ინფორმაცია და კომუნიკაცია – 3 956.5 ლარი (გაიზარდა 9.0 პროცენტით);
პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები – 2 672.7 ლარი (გაიზარდა 12.0 პროცენტით);
მშენებლობა – 2 624.6 ლარი (გაიზარდა 22.3 პროცენტით).