ევროკავშირში საქართველოს მომხრეების რიცხვი მატულობს – ეკა სეფაშვილი

„ევროპის საბჭოს შეუძლია 16 დეკემბერს გასამართ სხდომაზე საქართველოს მიმართ მტრულად განწყობილი რეზოლუცია გაითვალისწინოს, თუმცა, მათ რომ დააწესონ სანქციები საქართველოს წინააღმდეგ, ან თუნდაც ვიზალიბერალიზაციის შეჩერების საკითხი დღის წესრიგში დააყენონ, ეს ს წისქვილზე წყლის დასხმა იქნება“, – ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობების მდივანმა ეკა სეფაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ევროკავშირში ჯერ კიდევ შემორჩენილები არიან მოაზროვნეები, რომლებიც ევროკავშირისთვის საქართველოს სასიცოცხლო როლს კარგად აცნობიერებენ, ამიტომ, რადიკალურ გადაწყვეტილებებს არ მიიღებენ.
„16 დეკემბერს გაიმართება ევროპული საბჭოს სხდომა, სადაც, დიდი ალბათობით, საქართველოს შესახებ იმსჯელებენ. რა თქმა უნდა, არსებობს სხვადასხვა მოლოდინი, მათ შორის ის, რომ საქართველოს შეიძლება გაფრთხილება მისცენ. ეს გაფრთხილებები ბოლო პერიოდში ორი თემით შემოიფარგლება. პირველი, რომ გავიწვიოთ ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ კანონი, რომელიც მხოლოდ ლგბტ პროპაგანდას კრძალავს და არ ეხება ამ თემის უფლებების დაცვას და მეორე – გავიწვიოთ გამჭვირვალობის შესახებ კანონი, რომელიც, რეალურად, ევროპული ღირებულებების დაცვას მოიცავს, რადგან ევროკავშირის ერთ-ერთი პრინციპი სწორედ რომ გამჭვირვალობაა.
რაც შეეხება წინა რეზოლუციას, რომელიც ევროპარლამენტმა მიიღო, იქ ძალიან ბევრი ტყუილი ეწერა და საქართველოსადმი ძალიან მტრულად განწყობილი იყო. თუმცა, ამ რეზოლუციას იურიდიული ძალა არ აქვს და მხოლოდ მოწოდებაა. ეს რეზოლუცია ევროპულ საბჭოს შეუძლია გაითვალისწინოს, თუმცა, მათ რომ დააწესონ სანქციები საქართველოს წინააღმდეგ, ან თუნდაც ვიზალიბერალიზაციის შეჩერების საკითხი დღის წესრიგში დააყენონ, ეს რუსეთის წისქვილზე წყლის დასხმა იქნება. ვიმედოვნებ, რომ ევროკავშირში ჯერ კიდევ შემორჩენილები არიან მოაზროვნეები, რომლებიც ევროკავშირისთვის საქართველოს სასიცოცხლო როლს კარგად აცნობიერებენ და რადიკალურ გადაწყვეტილებებს არ მიიღებენ.
ევროკავშირში საღად მოაზროვნე ადამიანებიც არიან. იქ ვიხილეთ სხდომაც, სადაც ისევ წამოიჭრა საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის შეჩერების საკითხი და მხოლოდ უნგრეთი და არ იყო, ვინც ეს საკითხი დაბლოკა – მოწინააღმდეგეებს შორის იყვნენ იტალია, ბულგარეთი და გერმანია. ასე რომ, ევროკავშირში საქართველოს მომხრეების რიცხვი მატულობს“, – აღნიშნა ეკა სეფაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

სააკაშვილი მკურნალობას კი არ უნდა გადიოდეს, ის ციხიდან უნდა იხდიდეს ფულს და უყურებდეს, როგორ მკურნალობენ სხვა პატიმრები, რომლებმაც მისი ციხე გაიარეს – რომელ ღირსების შელახვაზეა ლაპარაკი, რომ გადაწყვიტონ, დააშარდონ თუ არ დააშარდონ პატიმარს?

მერაბ ჭიქაშვილი 2009 წლის 15 ივნისის დარბევაზე: ჩვენი ორგანიზაციის წევრმა, გიორგი სიხარულიძემ, რომელიც 17-18 წლის იყო, საკნიდან გამოსულმა რომ დამინახა, თვალი ჩამიკრა და გამამხნევა, ამის გამო, ჩემს თვალწინ სცემეს სამაგალითოდ, ამაზე დარდობო?

მერაბ ჭიქაშვილი 2009 წლის 15 ივნისის დარბევაზე: როგორია, რომ უყურებ როგორ სცემენ შენ თვალწინ გამეტებით ჟურნალისტ გოგონას, რომელიც იციან, რომ ჟურნალისტია და შემდეგ ამ გოგონას ვინც გადაეფარა და შეიყვანა ე.წ. ჯიხურში, როგორც სცემეს ის პოლიციელი, რომ ბიჭო რას აკეთებ შენ?!