ევროკავშირში საქართველოს ექსპორტი 35%-ით შემცირდა – რას ვყიდით?

2024 წლის პირველ ნახევარში ევროკავშირში საქართველოდან 259 მილიონი დოლარის ღირებულების საქონლის ექსპორტი განხორციელდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 35%-ით ანუ 139 მილიონი დოლარით ნაკლებია.
საქსტატის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, კლება ძირითადად სპილენძის მადნებისა და კონცენტრატების ექსპორტის შემცირებას უკავშირდება. 2024 წლის პირველ ნახევარში საქართველოდან EU-ში $19 მილიონის სპილენძის მადნები გავიდა ექსპორტზე, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 89%-ით, ანუ $160 მილიონი დოლარით ნაკლებია. სპილენძის მადნების გარდა EU-ში შემცირდა აზოტოვანი სასუქებისა და თხილის ექსპორტიც.
2024 წლის პირველ ნახევარში საქართველოს ტოპ 5 საექსპორტო საქონელი EU-ში:
1) აზოტოვანი სასუქები – $22.3 მილიონი დოლარი, კლება წინა წელთან 12%;
2) სპილენძის მადნები და კონცენტრატები – $19.3 მილიონი დოლარი, კლება წინა წელთან 89%;
3) თხილი და კაკალი – $19.2 მილიონი დოლარი, კლება წინა წელთან 7%;
4) ნავთობი და ნავთობპროდუქტები (რეექსპორტი) – $17.4 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 45,000%;
5) ღვინის ექსპორტი – $16.2 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 13%.

ასევე დაგაინტერესებთ