ევროკავშირში მწვავედ გააკრიტიკეს პუტინი უკრაინაში “საერთაშორისო მმართველობის” წინადადებისთვის

ევროკავშირის ინსტიტუტების წარმომადგენლებმა უარყვეს ს პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის წინადადება, ში „საერთაშორისო მმართველობა“ დამყარდეს და ახალი ჩატარდეს.
ეს იდეა პუტინმა იმით გაამართლა, რომ თითქოს უკრაინაში პრეზიდენტ ს ხელისუფლება არალეგიტიმურია. არცერთ სხვა ქვეყანას არ უკავია მსგავსი პოზიცია.
ევროკავშირის დიპლომატიური სამსახურის პრესმდივანმა ანიტა ჰიპერმა პუტინის მიერ გუშინ ნათქვამ სიტყვებს პროპაგანდა უწოდა.
„დაწვრილებით განვიხილავთ ფაქტებს, ფაქტები კი ისაა, რომ არის აგრესორი და არის უკრაინა, რომელიც არაფერს ავლენს მშვიდობისადმი კეთილი ნების გარდა,“ მოჰყავს ჰიპერის სიტყვები ესპანეთის სააგენტო Europa Press-ს.
მან პუტინს ასევე უწოდა „ბოროტმოქმედი, რომელიც სამხედრო დანაშაულებისთვის იძებნება“. სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ 2023 წელს გასცა ორდერი პუტინის დაპატიმრებაზე.
თავის მხრივ, ევროკომისიის წარმომადგენელმა პაულა პინიუმ განაცხადა, რომ პრეზიდენტი ზელენსკი „ლეგიტიმურად და დემოკრატიულად არჩეული ლიდერია“. ჯერჯერობით უკრაინელი ხალხი არ ითხოვს არჩევნებს, არავინ არ უნდა აყენებდეს მის წინადადებას“, თქვა პინიუმ.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – ორგანიზაცია „საფარს“, რომელიც არ აღიარებს დემოკრატიულ ინსტიტუტებს, არ ცნობს კანონმდებლობას, აწარმოებს ზიზღის კამპანიას და რომლის გაცხადებული მიზანია არჩევნების საბოტაჟის გზით მოქალაქეების საარჩევნო უფლების დარღვევა, ევროკავშირი 900 000 ევროს უხდის

პროკურატურის ინფორმაციით, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად, 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით, რუსთაველის გამზირზე საგამოძიებო მოქმედებები ტარდება, რომელიც გამოძიებას „დანაშაულის სურათის სრულად აღდგენის შესაძლებლობას მისცემს“

პროკურატურა – სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებთან მიმართებაში, პროცედურულ ნაწილში, კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევა დაადგინა და სახელმწიფოს გარკვეული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება დაავალა