ევროკავშირში მოსახლეობა ევროს ენდობა – კვლევამ საერთო ვალუტის მიმართ მაღალი მხარდაჭერა (74%) დააფიქსირა

“ევრობარომეტრი 104” ჩატარდა 2025 წლის 9 ოქტომბრიდან 5 ნოემბრამდე ევროკავშირის 27-ვე წევრ ქვეყანაში. ჯამში, პირისპირ ინტერვიუს მეთოდით გამოიკითხა 26,445 მოქალაქე. გამოკითხვები ასევე ჩატარდა ცხრა კანდიდატ და პოტენციურ კანდიდატ ქვეყანაში (უკრაინის გარდა) და გაერთიანებულ სამეფოში.