ევროკავშირში მოლდოვისა და უკრაინის გაწევრიანების მოლაპარაკება 25 ივნისს დაიწყება

ევროპის კავშირის წევრი ქვეყნების წარმომადგენლებმა 14 ივნისის საღამოს პრინციპულად დაამტკიცეს ევროკავშირში უკრაინის და მოლდოვის გაწევრიანების ჩარჩოები.
ამის თაობაზე წყაროებმა აცნობეს რადიო თავისუფლებას და უკრაინის მედიას ევროპულ საბჭოში მორიგე თავმჯდომარე ქვეყანა – ბელგიაზე დაყრდნობით.
ელჩების გადაწყვეტილება ნიშნავს, რომ 25 ივნისს, როგორც იგეგმებოდა, ჩატარდება სამთავრობათაშორისო კონფერენცია, რითაც ოფიციალურად იუწყება უკრაინის და მოლდოვის ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკება, იტყობინება „უკრაინსკაია პრავდა“.
ივნისის ბოლოს ევროპულ საბჭოში მორიგე თავმჯდომარეობის ვადა უმთავრდება ბელგიას. ბრიუსელში მუდმივი წარმომადგენლობის დონეზე უნგრეთმა მიღებული გადაწყვეტილება დაბლოკა. თუ ბუდაპეშტმა პოზიცია არ შეიცვალა, მოლაპარაკების დაწყება გადაიდება 2024 წლის მეორე ნახევრამდე, როცა უნგრეთი იქნება მორიგე თავმჯდომარე.
ევროპის კომისიამ 7 ივნისს დაადასტურა, რომ ევროინტეგრაციისთვის რეფორმების გატარების მხრივ სიტყვიერი დადებითი შეფასება მისცა ორივე ქვეყანას.
მოლაპარაკების დაწყება ევროკავშირში მალე გაწევრიანებას არ ნიშნავს. ევროპული საბჭოს თავმჯდომარემ, შარლ მიშელმა დაუშვა, რომ ბლოკის წევრი შეიძლება გახდეს 2030 წლისთვის, „თუ ორივე მხარე შეასრულებს საშინაო დავალებებს“.

ასევე დაგაინტერესებთ