ევროკავშირში მასწავლებელთა – პრობლემის მიზეზი და გამოსავალი

ევროკავშირში მასწავლებელთა – პრობლემის მიზეზი და გამოსავალი
ევროკავშირის მასშტაბით სასწავლო წელი იწყება. თუმცა მასწავლებლების რაოდენობა საკმარისი არ არის, რაც მოსწავლეებისთვის ხარისხიანი განათლების მიცემას უშლის ხელს. ამ მხრივ ყველაზე დაზარალებული შვედეთია. 2035 წლისთვის შვედეთში 153 000 კვალიფიციური მასწავლებელი იქნება საჭირო.
ევროკომისიის განათლებისა და ტრენინგის მონიტორის 2023 წლის ანგარიშის მიხედვით, მხოლოდ ხორვატიასა და კვიპროსში არ დაფიქსირდა საგანმანათლებლო პერსონალის ნაკლებობა.
ქვეყნების უმეტესობა, მასწავლებელთა დეფიციტს ტექნიკურ საგნებში განიცდის. მაგ: ფიზიკა, ქიმია, მათემატიკა და ა.შ.
დაბრკოლებები:
გოტიე კატო გეოგრაფიის მასწავლებელი იყო, ბელგიის ფრანგულენოვან ნაწილში. მან პედაგოგიური კარიერა 22 წლის ასაკში დაიწყო, თუმცა 29 წლის ასაკში თავისი პროფესია მიატოვა და ინჟინერიაში გადავიდა.
„სკოლაში მისასვლელად ყოველდღიურად 3 საათიანი გზის გავლა მიწევდა, ამასთანავე დაბალი ანაზღაურება და ძალიან დატვირთული სამუშაო გრაფიკი, სწორედ ამიტომ ვარჩიე, რომ სხვა პროფესიაში მეცადა ბედი“,-ამბობს გოტიე კატო, ყოფილი მასწავლებელი.
ევროპის ქვეყნების უმეტესობას ხანდაზმული მასწავლებლები ჰყავს, რაც იძლევა საფუძვლიან შიშს, რომ მათი უმეტესობა რამდენიმე წელში პენსიაზე გავა. 2021 წელს, ევროსტატის მონაცემებით, მასწავლებელთა მთლიანი ძალის მხოლოდ 8% იყო 30 წელზე ახალგაზრდა. პორტუგალიაში არსებული, მასწავლებელთა ერთ-ერთი პროფკავშირის განცხადებით, სულ მალე 4800-ამდე მასწავლებელი დატოვებს სამუშაო ადგილს და ქვეყანას 2030 წლისთვის 30 000-ზე მეტი ახალი პროფესიონალი პედაგოგი დასჭირდება.
ში მიმდინარე ს ომის გამო, უკრაინელ მოსწავლეთა უმეტესობა ევროპულ სკოლებში ინტეგრირდა. სწორედ ამ ფაქტმაც გაამწვავა მასწავლებლების ნაკლებობა ევროპულ სკოლებში, რადგან მოსწავლეები ბევრია, ხოლო მასწავლებლები არასაკმარისი.
მხოლოდ პოლონეთში, 2023 წლის თებერვალში, უკრაინიდან 43 800 დევნილი ბავშვი დარეგისტრირდა დაწყებითი კლასის საფეხურზე.
გამოსავალი:
ევროკომისიამ ხელი შეუწყო მასწავლებელთა მობილობას და მათ მიერ მოფიქრებული ინოვაციური სასწავლო პრაქტიკები სპეციალური პრიზებით დააჯილდოვა.
ევროკავშირის ბევრმა ქვეყანამ უკვე პენსიაზე გასული მასწავლებლების დაბრუნება სცადა და დროებით აღმოფხვრა პრობლემები, თუმცა დიდი ხნით ვერა.
მიმდინარე წლის აპრილში, ირლანდიის მასწავლებელთა გაერთიანების გენერალურმა მდივანმა, კიერან კრისტიმ განაცხადა, რომ „განათლების სისტემას სრული ცვლილება სჭირდება აზროვნებაში“, რათა მასწავლებელთა ამჟამინდელი დეფიციტი რაც შეიძლება მალე აღმოიფხვრას.
კრისტის აზრით, ირლანდიიდან წასულ მასწავლებლებს ქვეყანაში უნდა შეუქმნან ისეთი პირობები, რომ ისინი სამშობლოში დაბრუნდნენ.
წყარო: “ევრონიუს ჯორჯია”

ასევე დაგაინტერესებთ

„ჩვენ მივიღებთ თანამედროვე სამედიცინო დაწესებულებას, რომელიც იქნება ფლაგმანი არამხოლოდ საქართველოში არამედ მთლიანად რეგიონის მასშტაბით“ – მიხეილ სარჯველაძე რესპუბლიკურ საავადმყოფოზე