ევროკავშირში ექსპორტი 46%-იან ზრდას აჩვენებს

ევროკავშირში ექსპორტი 46%-იან ზრდას აჩვენებს. საქსტატის ინფორმაციით, 2025 წლის იანვარ-ივლისში საქართველომ ექსპორტზე 430 300.7 ათასი დოლარის პროდუქცია გაიტანა, 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 295 050.0 ათასი დოლარის. მიმდინარე სტატისტიკური მაჩვენებლები ცხადყოფს, რომ საქართველოდან ევროკავშირში ნომერ პირველი საექსპორტო პროდუქტი ძვირფასი ლითონების მადნები და კონცენტრატებია.
5 პროდუქტი, რასაც საქართველო ევროკავშირის ქვეყნებში ყიდის:
· მადნები და კონცენტრატები ძვირფასი ლითონებისა – 60 395.9 ათასი დოლარი;
· ფეროშენადნობები – 58 503.5 ათასი დოლარი;
· სასუქები მინერალური ან ქიმიური, აზოტოვანი – 41 599.9 ათასი დოლარი;
· მადნები და კონცენტრატები სპილენძის – 33 295.1 ათასი დოლარი;
· თხილი და სხვა კაკალი – 31 741.3 ათასი დოლარი;
საგულისხმოა, რომ ევროკავშირში ექსპორტმა თავის ისტორიულ მაქსიმუმს 2022 წელს მიაღწია. საანგარიშო წელს საქართველომ ევროკავშირში 862 525.2 ათასი დოლარის პროდუქცია შეიტანა. აღსანიშნავია, რომ 2024 წელს ევროკავშირში ექსპორტი 573 683.4 ათასი დოლარის დონეზე იყო, 2023 წელს კი 704 459.8 ათასი დოლარის.
businessinsider.ge