ევროკავშირში გაწევრიანება ერთ ღამეში არ ხდება, გაფართოება არის და დარჩება დამსახურებაზე დაფუძნებულ პროცესად – შარლ მიშელი

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა, კიევში, უკრაინის პრეზიდენტ სა და მოლდოვის პრეზიდენტ მაია სანდუსთან ერთად, პრესკონფერენცია გამართა. მისი თქმით, ევროკავშირის გაფართოება დამსახურებაზე დაფუძნებული პროცესია და ეს სამომავლოდაც ასე გაგრძელდება.
“ძვირფასო პრეზიდენტო ზელენსკი, ძვირფასო პრეზიდენტო სანდუ, ძვირფასო უკრაინელებო და მოლდოველებო, არ დავიშურებ ძალისხმევას თქვენი ლეგიტიმური ამბიციებისა და მისწრაფებების მხარდასაჭერად. უკრაინისა და მოლდოვის პროგრესი შთამბეჭდავია. ევროკავშირში გაწევრიანება ერთ ღამეში არ ხდება. გაფართოება არის და დარჩება დამსახურებაზე დაფუძნებულ პროცესად. ეს ძალისხმევას მოითხოვს. ზოგჯერ, იმედგაცრუებაც შეიძლება იყოს, მაგრამ საჭიროა, მუშაობა გაგრძელდეს, განსაკუთრებით – კანონის უზენაესობის სფეროში“, – განაცხადა შარლ მიშელმა.

ასევე დაგაინტერესებთ