ევროკავშირში გაწევრიანებისკენ მიმავალ გზაზე საქართველოს, როგორც ყველაზე სანდო პარტნიორის საწინააღმდეგოდ არანაირი არგუმენტი არ არსებობს, თუმცა, როგორც ხედავთ ეს არ შედის „დიფ სთეითისა“ და ევრობიუროკრატიის ინტერესებში

ევროკავშირში გაწევრიანებისკენ მიმავალ გზაზე საქართველოს, როგორც ყველაზე სანდო პარტნიორის საწინააღმდეგოდ არანაირი არგუმენტი არ არსებობს, თუმცა, როგორც ხედავთ ეს არ შედის „დიფ სთეითისა“ და ევრობიუროკრატიის ინტერესებში
ევროკავშირში გაწევრიანებისკენ მიმავალ გზაზე საქართველოს, როგორც ყველაზე სანდო პარტნიორის საწინააღმდეგოდ არანაირი არგუმენტი არ არსებობს, თუმცა, როგორც ხედავთ ეს არ შედის „დიფ სთეითისა“ და ევრობიუროკრატიის ინტერესებში, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ, „კარგი მთავრობის 2025 წლის ანგარიშის“ ფარგლებში ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებულ რამდენიმე ინდექსზე საუბრისას.
მამუკა მდინარაძის განცხადებით, ევროკომისიის მხრიდან საქართველოსთან მიმართებაში იკვეთება უსამართლო პოლიტიკური ინტერესი, რაც საქართველოსადმი თავდასხმაში გამოიხატება, ამით კი ადგილობრივ აგენტურას ასაზრდოებენ.
„ასევე, ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, მიუხედავად იმისა, რომ საქართველო პირნათლად ასრულებს ნაკისრ ვალდებულებებს და ყველა მიმართულებით განიცდის პროგრესს, დიფ სთეითი და ევრობიუროკრატია, რეალურად, სულ სხვა მოთხოვნებს და კრიტერიუმებს უწესებს საქართველოს – მოთხოვნებს, რომლებიც საზიანოა ჩვენი სახელმწიფო ინტერესებისთვის, სრულიად მიუღებელია და შეუთავსებელია ქართულ იდენტობასთან.
კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავთ – როდესაც ევროკომისიაში უსამართლო პოლიტიკური ინტერესი იკვეთება, იქ საქართველოს თავს ესხმიან და ამით თავიანთ ადგილობრივ აგენტურასაც ასაზრდოებენ, ხოლო სადაც ობიექტურ მონაცემებსა და კრიტერიუმებზე დაყრდნობით მსჯელობენ – უწევთ აღიარება, რომ საქართველო მოწინავეა მთელს რეგიონში და მისი
პროგრესი როგორც დემოკრატიული, ისე ეკონომიკური მიმართულებით შტამბეჭდავია.
ჩვენც სწორედ ასე, საქართველოს და ქართველი ხალხის ინტერესით ვიმოქმედებთ მომავალში“,- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
Previous: ყველგან, სადაც საქართველოს პროგრესის შეფასება რეალურ მონაცემებსა და ანალიზზე დაყრდნობით ხდება, ჩვენი ქვეყანა ერთ-ერთი მოწინავეა, როგორც კი საქმეში პოლიტიკური მდგენელი, ანუ „დიფ სთეითის“ მიერ მართული ევრობიუროკრატია ერთვება, საქართველოში დემოკრატიის უკუსვლაზე იწყება საუბარი

ასევე დაგაინტერესებთ

ზაზა შათირიშვილი: აბსოლუტური ბლეფია ტრამპის მუქარა, რომ შესაძლოა აშშ-მა ნატო დატოვოს. მაშ რა მიზანი აქვს ტრამპის რიტორიკას ნატოს წინააღმდეგ? – მთელი ეს სპექტაკლი, სწორედ ვიქტორ ორბანის პოლიტიკური გუნდის დანგრევას და არჩევნებში მის გარდაუვალ მარცხს უკავშირდება

ზაზა შათირიშვილი: ვიქტორ ორბანი „დიპ სტეიტმა“ საკმაოდ რთულ ვითარებაში ჩააგდო – ის რაც ორბანისათვის პოლიტიკური ქულების მომტანი უნდა ყოფილიყო, ანუ აშშ-ის მხარდაჭერა, არჩევნების წინ ყველაზე დიდ თავის ტკივილად გადაიქცა

ზაზა შათირიშვილი: უნგრეთში საპარლამენტო არჩევნები ბევრ რამეს წყვეტს როგორც უნგრელებისთვის, ასევე თამამად შეიძლება ითქვას, რომ ახლა სწორედ ამ არჩევნებზე გადის დაპირისპირების მთავარი ფრონტის ხაზი „დიპ სტეიტსა“ და ეროვნულ, სუვერენულ პოლიტიკურ ძალებს შორის

ზაზა შათირიშვილი: „ნატო“ არათუ დაიშლება, არამედ როგორც იცით, რამდენიმე თვის წინ, სწორედ ტრამპის ხელით ალიანსის წევრ ქვეყნებს ხარჯები კიდევ უფრო გააზრდევინეს – ამ ფონზე, ცხადია აბსოლუტური ბლეფია ტრამპის მუქარა, რომ შესაძლოა აშშ-მა ნატო დატოვოს