ევროკავშირში, გარე საზღვრებზე ბიომეტრიული კონტროლის გადადებისკენ მოუწოდებენ – FT

ევროკავშირის რამდენიმე წევრი ქვეყანა ითხოვს Entry-Exit System(EES)–ის – გარე საზღვრებზე ბიომეტრიული კონტროლის სისტემის დანერგვის გადადებას და ამტკიცებენ, რომ ავიაკომპანიები და აეროპორტები ამისთვის მზად არ არიან. ამის შესახებ, როგორც „ევროპეისკაია პრავდა“ წერს, Financial Times იუწყება.
FT-ის ცნობით, გერმანია, ნიდერლანდები და საფრანგეთი ჯერ კიდევ არ არიან მზად EES-ის განსახორციელებლად, რომელიც ავიაკომპანიებისა და აეროპორტების გაერთიანების გაფრთხილებით, გამოიწვევს მგზავრების „ფართომასშტაბიან შეფერხებას“.
ამ სამ სახელმწიფოზე მოდის ევროკავშირში მგზავრთნაკადის 40%.
გერმანიის შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ მისი მთავარი პრობლემა არის ცენტრალური კომპიუტერული სისტემა, რომელსაც აკონტროლებს eu-LISA სააგენტო და რომელსაც „ჯერ კიდევ აკლია საჭირო სტაბილურობა და ფუნქციონირება“.

ასევე დაგაინტერესებთ

„მივიღეთ გადაწყვეტილება, მერაბ დვალიშვილზე, ისევე, როგორც ილია თოფურიაზე, რომელმაც საქართველოს UFC-ის ჩემპიონის პირველი ტიტული მოუტანა, გავცეთ ფულადი ჯილდო თითოეულზე მილიონი ლარის ოდენობით“