ევროკავშირში, გარე საზღვრებზე ბიომეტრიული კონტროლის ამოქმედება მესამედ გადაიდო

ევროკავშირში, გარე საზღვრებზე ბიომეტრიული კონტროლის ამოქმედება მესამედ გადაიდო.
10 ნოემბრიდან ევროკავშირში შესვლის ახალი სისტემის ამოქმედება იგეგმებოდა, თუმცა ის გადაიდო მას შემდეგ, რაც საფრანგეთმა, გერმანიამ და ნიდერლანდებმა ამის შესახებ შეშფოთება გამოთქვეს. ამის შესახებ The Guardian დიპლომატებზე დაყრდნობით იუწყება.
EES-ის დანერგვის შემდეგ, ევროკავშირის გარედან ყველა მოგზაურს მოეთხოვება დარეგისტრირება სისტემაში. ევროკავშირის გამშვებ პუნქტზე მოგზაურებმა უნდა მიაწოდონ პასპორტის დეტალები, გადაიღონ ფოტო და დატოვონ თითის ანაბეჭდები. მონაცემები სისტემაში შეინახება 3 წლის განმავლობაში. ახალი სისტემა პასპორტში შტამპებსაც შეცვლის.