ევროკავშირში განიხილავენ ვარიანტებს, როგორ აუარონ გვერდი უნგრეთის წინააღმდეგობას

ევროპის კავშირში რამდენიმე ვარიანტს განიხილავენ, როგორ უპასუხონ ბუდაპეშტის განზრახვას, ხელი შეუშალოს სთან დაკავშირებულ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებებს.
ამის შესახებ იტყობინებიან “Politico” ევროპელ დიპლომატებზე დაყრდნობით და “უკრაინსკაია პრავდა”.
“Politico”-ს მონაცემებით, ერთ-ერთი ყველაზე რადიკალური ვარიანტია მე-7 მუხლით გათვალისწინებული პროცედურის გამოყენება. ის გამოიყენება იმ შემთხვევაში, როცა ქვეყანა არღვევს გაერთიანების ფუნდამენტურ ღირებულებებს და იძლევა საშუალებას, ხმის უფლება შეუწყდეს წევრ-ქვეყანას ევროპის კავშირის გადაწყვეტილებების მიმართ. თუმცა, ორბანის წინააღმდეგ ამ ვარიანტის გამოყენებასთან დაკავშირებით ბევრი ეჭვი არსებობს, რადგან მას შესაძლოა, ძალიან შორსწასული შედეგები მოჰყვეს და კრიზისი კიდევ უფრო გააღრმაოს. 2000 წელს უკვე იყო შემთხვევა, როცა ევროპის კავშირის ლიდერებმა “დიპლომატიური სანქციები” გამოიყენეს ავსტრიის წინააღმდეგ – ავსტრიის კოალიციაში ულტრამემარჯვენე პარტიის შესვლის გამო. ევროპის კავშირის ამ ნაბიჯმა მკვეთრად უარყოფითი რეაქცია გამოიწვია ავსტრიულ საზოგადოებაში და მოგვიანებით, იმავე წელს, სანქციები გააუქმეს. ბრიუსელში ბევრს მიაჩნია, რომ ორბანის წინააღმდეგ მე-7 მუხლის გამოყენებას შეიძლება მსგავსი შედეგი მოჰყვეს, გაზარდოს პოპულიზმი და გამოიწვიოს დომინოს ეფექტი, რასაც უნგრეთის ევროპის კავშირიდან გასვლა მოჰყვება.
ამიტომ დიპლომატები კვლავ ბჭობენ, როგორ აუარონ გვერდი უნგრეთის ვეტოს.
ერთ-ერთი ვარიანტი, რომელიც განიხილება, არის უკრაინისთვის 50 მილიარდი ევროს ღირებულების პაკეტის განაწილება 2024-2027 წლებზე უფრო მცირე ყოველწლიურ თანხებად. ამ გადაწყვეტილების კრიტიკოსები აღნიშნავენ, რომ ეს გამოიწვევს დაგეგმვის ჰორიზონტი შევიწროებას და უკრაინის ფინანსური მდგომარეობის მიმართ ნდობის შესუსტებას.

ასევე დაგაინტერესებთ