ევროკავშირში გაკოტრებული კომპანიების რაოდენობა გაიზარდა

2024 წლის მეორე კვარტალში ევროკავშირში გაკოტრებული კომპანიების რაოდენობა გაიზარდა. Eurostat-ის ინფორმაციით წინა სამ თვესთან შედარებით ზრდამ 3.1% შეადგინა.
გადახდისუუნარო კომპანიების რაოდენობის ზრდა დაფიქსირდა მშენებლობაში (+3,8%), ფინანსურ სექტორში (+2,6%), ვაჭრობაში (+2,4%) და მრეწველობაში (+1,6%). ამასთან, მათი რაოდენობა შემცირდა განათლებისა და სოციალური საქმიანობის სფეროში (-1%), სასტუმროსა და კვების სექტორში (-1,1%), ტრანსპორტის ინდუსტრიაში (-1,6%), ინფორმაციის სფეროში და კომუნიკაციები (- 4,8%).
ამასთან, ევროკავშირში ბიზნესის რეგისტრაციების რაოდენობა პირველ კვარტალთან შედარებით 2,1%-ით შემცირდა, კლება კი ეკონომიკის ყველა სექტორში დაფიქსირდა.
ყველაზე დიდი კლება დაფიქსირდა ვაჭრობაში (-4,7%), მრეწველობაში (-3,6%), ასევე განათლებასა და სოციალურ საქმიანობაში (-3,4%), ყველაზე მცირე კლება დაფიქსირდა ფინანსურ სექტორზე (-0,7%).
წყარო: ბიზნესპრესნიუსი