ევროკავშირში ბლოკის უზენაეს თანამდებობებზე კანდიდატებს განიხილავენ

ევროკავშირის ლიდერებმა 17 ივნისს განიხილეს ევროკავშირის უმაღლესი პოზიციების კანდიდატები.
მოსალოდნელია, რომ დისკუსიების შედეგები ოფიციალურად გამოცხადდება 27-28 ივნისის სამიტზე და ურზულა ფონ დერ ლაიენი, სავარაუდოდ, მეორედ უხელმძღვანელებს ევროკომისიას.
ევროპარლამენტის 6-9 ივნისს გამართულ არჩევნებში ევროპის სახალხო პარტიამ (EPP) გაიმარჯვა. ამ არჩევნების შედეგად, ფონ დერ ლაიენს, რომელიც ქრისტიან-დემოკრატიულ კავშირის (CDU) წარმომადგენელია, რომელიც არის EPP-ის ნაწილი, უფლება აქვს ხელმძღვანელობდეს კავშირის აღმასრულებელ ნაწილს კიდევ ხუთი წლით.
სხვა ვაკანსიებს შორისაა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის (ამჟამად ჩარლზ მიშელი) და ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელის (ამჟამად ჟოსეპ ბორელი) თანამდებობები. მედია წერს, რომ შესაძლოა, ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ლიდერის პოსტი დაიკავოს 46 წლის კაი კალასმა, ს ახლანდელმა პრემიერ-მინისტრმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ლალი აფციაური – დღეს რომ ბატონი თორნიკეს სიცოცხლე შენარჩუნებულია, ეს არის ბატონი ალექსის დამსახურება – დროულად და უსწრაფესად იმოქმედა, სასწრაფოსაც კი არ დაელოდა, საკუთარი მანქანით გადაიყვანა

ტატა ხვედელიანი თორნიკე რიჟვაძის საქმეზე – „ქართული ოცნების“ რიგებში არსებულ კლანურ ბრძოლებს, კრიმინალური გარჩევები დაემატა – ხალხს მათ მიერვე მოპარული ფულის განაწილებას აყურებინებენ, რაც კრიმინალური გარჩევებით ხდება

აქციებზე დაკავებული 8 პირის საქმის მოწმე პოლიციელის განცხადებით, აქციის მიმდინარეობისას ე.წ. პულივიზატორის ბოთლი კეფაში მოხვდა და დაზიანება მიიღო, თუმცა ნივთის მსროლელი არ დაუნახავს