ევროკავშირში აცხადებენ, რომ სანქციების შეცვლის ან გაუქმების ერთ-ერთი მთავარი წინაპირობა რუსეთის სამხედრო ძალების უკრაინიდან უპირობო გასვლაა

სანქციების შეცვლის ან გაუქმების ერთ-ერთი მთავარი წინაპირობა ს სამხედრო ძალების უკრაინიდან უპირობო გასვლა იქნება. ამის შესახებ ევროკომისიის სპიკერმა, ანიტა ჰიპერმა განაცხადა. მის სიტყვებს გამოცემა Reuters-სი ციტირებს.
ში რუსეთის არაპროვოცირებული და უსამართლო აგრესიის დასრულება და რუსეთის ყველანაირი სამხედრო ძალის უპირობოდ გასვლა უკრაინის მთლიანი ტერიტორიიდან იქნება ერთ-ერთი მთავარი წინაპირობა სანქციების შესაცვლელად ან გასაუქმებლად…
რუსეთმა ახლა მისი უკანონო და არაპროვოცირებული აგრესიული ომის დასასრულებლად გულწრფელი პოლიტიკური ნება უნდა აჩვენოს. გამოცდილება აჩვენებს, რომ რუსეთი მისი ქმედებებით უნდა განვსაჯოთ, არა მისი სიტყვებით”, – განაცხადა ჰიპერმა.

ასევე დაგაინტერესებთ