ევროკავშირში ავტომწარმოებლებისთვის უფრო მკაცრი წესების შემოღებას მიუახლოვდნენ

ევროპარლამენტის გარემოს დაცვისა და შიდა ბაზრის კომიტეტებმა მხარი დაუჭირეს ახალ წესებს, რომლებიც ავტომწარმოებლებს აიძულებს, მანქანები უფრო ეკოლოგიურად სუფთა გახადონ ყველა ეტაპზე, შემუშავებიდან დაწყებული, განადგურებით დამთავრებული. საბოლოო კენჭისყრა სექტემბერში გაიმართება – ამის შესახებ „ევროპულსი“ წერს.
ინიციატივის მთავარი მიზანი ნარჩენების შემცირება და გადამუშავების გაზრდაა. პროექტის თანახმად, ავტომობილები ისე უნდა იყოს დაპროექტებული, რომ მათი ნაწილები ადვილად დაიშალოს, შეიცვალოს ან გადამუშავდეს. მწარმოებლებს აეკრძალებათ ამ პროცესის გართულება, მაგალითად, პროგრამული უზრუნველყოფის განახლებებით.