ევროკავშირში ავტომობილების გაყიდვები ოქტომბერში 1,1%-ით, ხოლო წლის დასაწყისიდან 0,7%-ით გაიზარდა

ევროკავშირში ავტომობილების გაყიდვები ოქტომბერში 1,1%-ით, ხოლო წლის დასაწყისიდან 0,7%-ით გაიზარდა
ევროკავშირში ავტომობილების გაყიდვები ოქტომბერში 1,1%-ით გაიზარდა – განაცხადა ევროპის ავტომობილების მწარმოებელთა ასოციაციამ (ACEA).
ევროკავშირის ქვეყნებში რეგისტრირებული ახალი მსუბუქი ავტომობილების რაოდენობამ 866 397 ათასს მიაღწია გასული წლის ოქტომბრის 856 762 ათასთან შედარებით.
ევროპის უმსხვილეს საავტომობილო ბაზარზე – გერმანიაში, ეს მაჩვენებელი 6%-ით გაიზარდა, ესპანეთში 7,2%-ით. ამასთან, საფრანგეთში გაყიდვები 11,1%-ით შემცირდა, იტალიაში – 9,1%-ით.
მთლიანობაში ევროპაში გაყიდული ახალი მანქანების რაოდენობა (ევროკავშირის ქვეყნები პლუს ისლანდია, ნორვეგია, შვეიცარია და დიდი ბრიტანეთი) გაიზარდა 0,1%-ით გასულ თვეში 1,042 მილიონამდე, მათ შორის დიდ ბრიტანეთში გაყიდვები შემცირდა 6%-ით.
ევროკავშირში ელექტრომობილების გაყიდვები 2,4%-ით გაიზარდა და 124,907 ათასი შეადგინა.
ფოლკსვაგენის ჯგუფის (მათ შორის Skoda, Audi, Seat, Porsche და ა.შ.) გაყიდვები ევროკავშირში ოქტომბერში 16,7%-ით გაიზარდა, ხოლო Stellantis 16,9%-ით და Renault-ით 1,5%-ით. გერმანულმა, ფუფუნების მანქანების მწარმოებელმა Bayerische Motoren Werke AG-მ მანქანების გაყიდვები 4,7%-ით გაზარდა, ხოლო მისმა მთავარმა კონკურენტმა Mercedes-Benz-მა 1%-ით შეამცირა.
სამხრეთ კორეის Hyundai Group-მა აჩვენა გაყიდვების შემცირება 11,9%-ით, ხოლო იაპონურმა Toyota Group-მა 17,4%-ით გაზარდა. ამერიკულმა ელექტრომობილების მწარმოებელმა Tesla-მ ევროკავშირში 11 088 ათასი მანქანა გაყიდა, რაც 21%-ით ნაკლებია გასული წლის ოქტომბერთან შედარებით.
იანვარ-ოქტომბერში ავტომობილების გაყიდვები ევროკავშირში გაიზარდა 0,7%-ით და 8,856 მლნ–მდე. ელექტრომობილების გაყიდვები შემცირდა 4,9%-ით და 1,173 მლნ. შეადგინა.

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ ქვრივიშვილის თვიური ხელფასი 2026 წელს 13 600 ლარი იქნება. მინისტრის პირველი მოადგილე ნინო ენუქიძე თვეში 12 000 ლარს მიიღებს, ხოლო დანარჩენი ხუთი მოადგილის ანაზღაურება 11 600 ლარით განისაზღვრა

სოფიო ქაშაკაშვილი: რაღაცა გრძელვადიანი პროგნოზი და გეგმები შემუშავდება დროთა განმავლობაში… ყველანი ვგრძნობთ ფასების საკითხს და თუ ფანჯარა გამოჩნდება, რომელიც ამ მიმართულებას დაარეგულირებს, მივესალმებით…