ევროკავშირში ავტომობილების გაყიდვები დეკემბერში 5,1%-ით გაიზარდა

ევროკავშირში ავტომობილების გაყიდვები 5,1%-ით გაიზარდა 2024 წლის დეკემბერში, იტყობინება ევროპის ავტომობილების მწარმოებელთა ასოციაცია (ACEA).
ევროკავშირის ქვეყნებში რეგისტრირებული ახალი მსუბუქი ავტომობილების რაოდენობამ 910 505 შეადგინა, 2023 წლის დეკემბრის 866 720-თან შედარებით.
საფრანგეთში გაყიდვები გაიზარდა 1,5%-ით, ესპანეთში 28,8%-ით. იტალიაში გაყიდვები 4,9%-ით დაეცა, გერმანიაში 7,1%-ით.
მთლიანობაში ევროპაში გაყიდული ახალი მანქანების რაოდენობა (ევროკავშირის ქვეყნები პლუს ისლანდია, ნორვეგია, შვეიცარია და დიდი ბრიტანეთი) დეკემბერში გაიზარდა 4,1%-ით 1,091 მლნ.–მდე, დიდ ბრიტანეთში გაყიდვები შემცირდა 0,2%-ით.
ელექტრომობილების გაყიდვები ევროკავშირში დაეცა 10,2%-ით და 144367-მდე შემცირდა, მათი წილი მთლიან გაყიდვებში 15,9%-მდე შემცირდა 18,5%-დან ერთი წლის წინათ.
Volkswagen Group-ის (მათ შორის Skoda, Audi, Seat, Porsche და ა.შ.) გაყიდვები ევროკავშირში დეკემბერში გაიზარდა 5,9%-ით, Stellantis დაეცა 7,3%-ით, Renault-მა 16,4%-ით. გერმანიის ფუფუნების მანქანების მწარმოებელმა Bayerische Motoren Werke AG-მა გაყიდვები შეამცირა 8,8%-ით, ხოლო მისმა მთავარმა კონკურენტმა Mercedes-Benz-მა 5%-ით.
სამხრეთ კორეის Hyundai Group-ის ავტომობილების გაყიდვები ევროკავშირში გასულ თვეში გაიზარდა 2,3%-ით, ხოლო იაპონური Toyota Group-ის 31,1%-ით.
ელექტრო მანქანების ამერიკულმა მწარმოებელმა Tesla-მ ევროკავშირში გაყიდა 32,074 მანქანა, რაც 5,9%-ით მეტია 2023 წლის დეკემბერთან შედარებით.
2024 წელს ევროკავშირში ავტომობილების გაყიდვები გაიზარდა 0,8%-ით და 10,632 მლნ.–ს მიაღწია.