ევროკავშირს აქვს გააფთრებული სურვილი, რომ როგორმე რეგიონი თავისი გავლენის ქვეშ მოაქციოს

საქართველოც არ არის ისეთი ქვეყანა, რომ ვიღაცამ კეთილგანწყობილი თვალით შეხედოს და მხოლოდ ამით დავკმაყოფილდეთ. აქაც უშველებელი საფრთხეები გვაქვს, – განაცხადა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ გადაცემაში „იმედი LIVE“.
მან რეგიონში არსებულ საფრთხეებზე ისაუბრა და უკრაინაში ომსაც შეეხო.
„მართალია საქართველო ევროპიდან 2 ათას კილომეტრზე მეტ მანძილზეა, მაგრამ საქართველოც არ არის ისეთი ქვეყანა, რომ ვიღაცამ კეთილგანწყობილი თვალით შეხედოს და მხოლოდ ამით დავკმაყოფილდეთ. აქაც უშველებელი საფრთხეები გვაქვს. აი, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სროლები მოხდა. ვერ ვიტყოდი, რომ დიდმასშტაბიანია, მაგრამ ღმერთს ვევედრებით, რომ ეს არ განვითარდეს.
სულ მინდა იმის თქმა, რომ საქართველო ასე ცალკე განყენებულად არ არსებობს და ვისაუბროთ, თურქეთს თუ რა დამოკიდებულება აქვს ევროკავშირთან – მათ შორის ურთიერთობა დაიძაბა; ასევე ევროკავშირის აქვს გააფთრებული სურვილი, რომ როგორმე ეს რეგიონი მოაქციოს თავისი გავლენის ქვეშ. ნუთუ, ამისთვის აირჩიეს ევროპარლამენტარები თავისმა ამომრჩევლებმა ქვეყნებში: დანიამ, ბელგიამ, პოლონეთმა თუ რუმინეთმა, რომ საქართველოს ასე უნამუსოდ შეუტიონ“, – განაცხადა ვოლსკიმ.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ჩვენ ყველაზე სწრაფად განვითარებადი და მზარდი ეკონომიკა ვართ, ჩვენი საშუალო ეკონომიკური ზრდა ბოლო 5 წლის განმავლობაში იყო 9.3% – ეს ერთ-ერთი უდიდესი მაჩვენებელია ევროპაში

ევროკავშირიც, ბრიტანეთიც და აშშ-ის ყოფილი ადმინისტრაციაც დაინტერესებულები იყვნენ, ომი არ დასრულებულიყო. დღეს ვინ იღებს პასუხისმგებლობას, რომ მილიონამდე უკრაინელია დაღუპული. რომ არ ჩაშლილიყო სტამბულის შეთანხმება, ეს ყველაფერი ხომ არ მოხდებოდა