ევროკავშირსა და უკრაინას შორის უსაფრთხოების ხელშეკრულებას უახლოეს დღეებში მოეწერება ხელი

ევროკავშირსა და ს შორის უსაფრთხოების ხელშეკრულებას უახლოეს დღეებში მოეწერება ხელი, განაცხადა ევროკავშირის მაღალჩინოსანმა ბრიუსელში პარასკევს, 21 ივნისს გამართულ ბრიფინგზე. მხარეები ტექსტზე შეთანხმდნენ, რასაც რამდენიმე თვე დასჭირდა.
უკრაინის პრეზიდენტი შეთანხმებას 26 ივნისს მოაწერს ხელს. დოკუმენტი ეხება არა მხოლოდ სთვის სამხედრო დახმარების აღმოჩენას, არამედ ფინანსურ მხარდაჭერას, ევროინტეგრაციას და თანამშრომლობის სხვა სფეროებს, იუწყება Deutsche Welle.
ასევე მომავალ კვირაში ევროკავშირმა უნდა დაამტკიცოს ს წინააღმდეგ სანქციების მე-14 პაკეტი უკრაინის წინააღმდეგ მისი აგრესიის გამო. ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები ლუქსემბურგში შეიკრიბებიან.
ლუქსემბურგში მინისტრთა შეხვედრის დღის წესრიგის კიდევ ერთი საკითხი იქნება საქართველოში არსებული ვითარება. საუბარია ქვეყანაში მიღებულ კანონზე უცხოური გავლენის შესახებ. საბჭოში ამ კუთხით გადაწყვეტილებები არ არის მოსალოდნელი. მაგრამ ამ თემის განხილვა გაგრძელდება ევროკავშირის სამიტზე 27 და 28 ივნისს ბრიუსელში, იუწყება Deutsche Welle.

ასევე დაგაინტერესებთ

„წინააღმდეგობის პლატფორმა“ ჩხრეკაზე – ეს კიდევ ერთი დადასტურებაა იმისა,როგორ აწუხებს „ქართულ ოცნებას“ მოქალაქეების პროტესტი – ვაგროვებთ ყველა მონაცემებს, რათა უკანონო გადაწყვეტილებების გამცემ და შემსრულებელ პირებს დაუწესდეთ სანქციები

არასამთავრობო ორგანიზაციები ჩხრეკაზე – ეს ქმედებები შიშის დამკვიდრებასა და დამოუკიდებელ სამოქალაქო საქმიანობის შეზღუდვაზე მიმართული კიდევ ერთი მცდელობაა – მოვუწოდებთ საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებს, მკაფიოდ დააფიქსირონ პოზიცია