ევროკავშირმა €210 მილიარდის რუსული აქტივები სამუდამოდ გაყინა

ევროკავშირმა წევრ ქვეყნებში შენახული 210 მილიარდი ევროს ღირებულების ს სუვერენული აქტივები სამუდამოდ გაყინა.

აქამდე, წევრი ქვეყნები რუსული აქტივების გაყინვის გასაგრძელებლად ყოველ ექვს თვეში ერთხელ მსჯელობდნენ.

Reuters წერს, რომ ამ ნაბიჯით ევროკავშირმა შეამცირა რისკი იმისა, რომ უნგრეთს ან სლოვაკეთს, რომლებიც მოსკოვთან ახლო ურთიერთობებს ინარჩუნებენ, რომელიღაც ეტაპზე აქტივების გაყინვის გაგრძელებაზე უარი ეთქვა, რაც ევროკავშირს აქტივების სთვის დაბრუნებას აიძულებდა.

გამოცემა წერს, რომ უვადო გაყინვა მიზნად ისახავს ბელგიის დათანხმებას, მხარი დაუჭიროს ევროკავშირის გეგმას, რომელიც უკრაინის 2026–2027 წლებში სამხედრო და სამოქალაქო ბიუჯეტის საჭიროებების დასაფარად გაყინული რუსული აქტივების გამოყენებით სთვის სესხის გაცემას გულისხმობს.

გეგმის მიხედვით, ამ სესხს  მხოლოდ მაშინ გადაიხდის, როცა რუსეთი კიევს ომის ზიანს სრულიად აუნაზღაურებს, რაც Reuters-ის თქმით, სესხს, ფაქტობრივად, გრანტად აქცევს – წინასწარ გადახდილ მომავალ რუსულ რეპარაციებად.

ევროკავშირის ლიდერები რეპარაციების სესხის დეტალებისა და სხვა დარჩენილი საკითხების განსახილველად 18 დეკემბერს შეიკრიბებიან.