„ევროკავშირმა €180 მლნ დახარჯა აფხაზეთის მხარდასაჭერად და ენგურჰესის მოდერნიზაციისთვის“ – ტოივო კლაარი

„ევროკავშირმა 180 მლნ ევრო დახარჯა ს მხარდასაჭერად და ენგურჰესის მოდერნიზაციისთვის“, – ამის შესახებ სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის წარმომადგენელი ტოივო კლაარი Jemnews-სთან აცხადებს.
ევროკავშირის მიერ დაფინანსებული მრავალი პროექტი და აქტივობა აფხაზეთში მიზნად ისახავდა იმას, რომ ხელი შეუწყოს აფხაზური იდენტობის შენარჩუნებას და განვითარებას, განსაკუთრებით აფხაზური ენის, ისტორიული არქივების, კოლხური ბზისა და აფხაზური ღვინის გადარჩენის კუთხით, ამბობს ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი ტოივო კლაარი.
მისი თქმით, EU 15 წელზე მეტია, რაც აფხაზეთის მოსახლეობის მხარდასაჭერად მნიშვნელოვან პროგრამებს აფინანსებს. პროგრამები აფხაზეთში წარმოდგენილი პარტნიორების ხელშეწყობით ფინანსდება. მან ამ მხრივ გაერო-ს სააგენტოები, საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციები და ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოება დაასახელა.
ევროკავშირის წარმომადგენელი ამბობს, რომ 2008 წლიდან დღემდე ოკუპირებულ აფხაზეთში პროგრამების მხარდასაჭერად და “ნდობის აღდგენის ზომები და დიალოგისთვის” 80 მილიონი ევრო დაიხარჯა.
„ვფიქრობ, სამართლიანი იქნება, დამატებითი თანხა, 100 მილიონი ევრო ვახსენოთ, რომელიც ევროკავშირმა სესხისა და გრანტის სახით ენგურის ჰიდროელექტროსადგურის შესაკეთებლად და მოდერნიზაციისთვის გაიღო. ეს დახმარება რომ არა, დღეს აფხაზეთში შუქი საერთოდ არ იქნებოდა. სხვათა შორის, სესხებს საქართველოს მთავრობა იხდის”, – განაცხადა მან.
შეგახსენებთ, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში დასავლური ორგანიზაციების აკრძალვა სურთ. ე.წ. პარლამენტში დარეგისტრირებული „აგენტების შესახებ კანონი”, რომელიც საერთაშორისო ორგანიზაციებში მომუშავე პირებს უცხოელი აგენტის სტატუსს მიანიჭებს.