ევროკავშირმა Pornhub-ის, Stripchat-ის და კიდევ ორი პორნოგრაფიული საიტის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო, რომლებიც შესაძლოა ევროკავშირის ონლაინ კონტენტის კანონებს არღვევდნენ. ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
ევროკომისიამ განაცხადა, რომ საიტებმა, რომლებიც ასევე მოიცავს საიტებს XVideos-ს და XNXX-სს, როგორც ჩანს, ვერ მიიღეს შესაბამისი ზომები ბავშვებისა და მათი უფლებების დასაცავად.
მათი თქმით, ეს მოიცავდა ასაკის დადასტურების “ადეკვატური“ მეთოდების აშკარა ნაკლებობას, რათა თავიდან აეცილებინათ ბავშვებისთვის ზრდასრულთათვის განკუთვნილ მასალაზე წვდომა.
„ონლაინ პლატფორმებმა უნდა უზრუნველყონ, რომ ბავშვთა უფლებები და ინტერესები მათი სერვისების დიზაინისა და ფუნქციონირების ცენტრალურ ნაწილს წარმოადგენდეს“, – ნათქვამია განცხადებაში.
Pornhub-ის მშობელმა კომპანია Aylo-მ განაცხადა, რომ გამოძიების შესახებ ინფორმირებული იყო და “სრულად იყო ორიენტირებული არასრულწლოვნების ონლაინ უსაფრთხოებაზე“.
rustavi2.ge
