ევროკავშირმა “ჰამასთან” დაკავშირებულ 6 პირს სანქციები დაუწესა

Reuters-ის ცნობით, ევროკავშირმა “ჰამასთან” დაკავშირებულ 6 პირს სანქციები დაუწესა. მათ აქტივები გაეყინათ და მოგზაურობაზე აკრძალვები დაუწესდათ.
EU-მ “ჰამასის” წინააღმდეგ დაწესებული სანქციების სიას სუდანში დაფუძნებული ფინანსისტი აბდელბასით ჰამზა ელჰასან მოჰამედ ხაირი, ნაბილ ჩუმანი, ხალედ ჩუმანი, “ჰამასის” ერთ-ერთი მთავარი ფინანსისტი რიდა ალი ხამისი, “ჰამასის” უფროსი ოპერატორი მუსა დუდინი და ალჟირში დაფუძნებული ფინანსისტი აიმან აჰმედ ალ დუვაიკი დაამატა.
სანქციების დაწესების მიზეზად იარაღით ვაჭრობა, ს უსაფრთხოების, ჰუმანიტარული სამართლისა და ადამიანის უფლებების უხეში დარღვევა დასახელდა. როგორც ევროსაბჭოს განცხადებაშია აღნიშნული, სანქციების ახალი ჩარჩო ძალაში 2025 წლის 19 იანვრამდე იქნება და საჭიროებისამებრ, განიხილება, განახლდება და შეიცვლება.