უმრავლესობის არქონის მიუხედავად, ევროკავშირმა ჩინურ ელექტრომობილებზე უფრო მკაცრი ტარიფების დაწესების გადაწყვეტილება მიიღო. შედეგად ჩინურ ელექტრომობილების მწარმოებლები ევროკავშირში ექსპორტის დროს მაღალ ტარიფს გადაიხდიან. ინფორმაციას ამის შესახებ „ევრონიუსი“ ავრცელებს.
კენჭისყრის შედეგები არ გამოქვეყნებულა, მაგრამ როგორც მედია წერს, ინიციატივას მხარი ათმა ქვეყანამ დაუჭირა, მათ შორის იყვნენ საფრანგეთი, იტალია და ნიდერლანდები.
მედიის ინფორმაციით, ხმის მიცემისგან თავი შეიკავა 12-მა სახელმწიფომ. ეს ქვეყნებია: ბელგია, ხორვატია, ჩეხეთის რესპუბლიკა, საბერძნეთი, ესპანეთი, კვიპროსი, ლუქსემბურგი, ავსტრია, პორტუგალია, რუმინეთი, შვედეთი და ფინეთი.
ხუთმა ქვეყანამ ამ ინიციატივას მხარი არ დაუჭირა, ესენია: გერმანია, უნგრეთი, მალტა ,სლოვენია და სლოვაკეთი.
პირველი არხი