ევროკავშირმა ჩინურ ბიოდიზელს დროებით ანტიდემპინგური გადასახადები დაუწესა

ევროკავშირმა ჩინეთიდან ბიოდიზელის იმპორტზე დროებითი ანტიდემპინგური გადასახადები დააწესა. გადასახადები, მწარმოებლების მიხედვით, 12,8%-დან 36,4%-მდე მერყეობს და ექვსი თვის განმავლობაში იმოქმედებს.
გადაწყვეტილება ევროკომისიამ მიიღო ბიოსაწვავის ევროპელი მწარმოებლების საჩივრების საფუძველზე ჩატარებულ გამოძიებაზე დაყრდნობით.
ევროპის ტრანსპორტისა და გარემოს დაცვის ფედერაციამ (Transport & Environment, T&E) მხარი დაუჭირა ჩინურ ბიოდიზელზე ანტიდემპინგური გადასახადების შემოღებას, რადგან ჩათვალა, რომ ეს აუცილებელი ნაბიჯია ევროპული ბაზრის დასაცავად.
„ბოლო ორი წლის განმავლობაში, ევროპის ბიოსაწვავის ბაზარი შეივსო ჩინეთიდან UCO-ს (Use Cooking Oil Biofuel) იმპორტით, რამაც საბაზრო ფასის ტონაზე დაახლოებით 2250 ევროდან 1100 ევრომდე შემცირება გამოიწვია“, – აღნიშნავენ ფედერაციაში.
ორგანიზაცია ითხოვს კონტროლის გამკაცრებას ნედლეულის წარმოშობაზე, ასევე მიწოდების ჯაჭვის ყველა რგოლში გამჭვირვალობას გაუმჯობესებას, რათა თავიდან იქნას აცილებული რეგულაციებისთვის გვერდის ავლა.
ფედერაცია ამტკიცებს, რომ ევროკავშირმა უნდა შეწყვიტოს შეუმოწმებელი იმპორტირებული მეორადი ზეთების პოპულარიზაცია და გადავიდეს ინდუსტრიის მასშტაბური ინსპექტირების სისტემიდან უფრო მკაცრ რეგულაციაზე.
ექსპერტების ნაწილი ამ გადაწყვეტილებით უკმაყოფილონი არიან და ამტკიცებენ, რომ ეს ზომები არ გადაჭრის პალმის ზეთის უკანონო გამოყენების პრობლემას, რომელიც შესაძლოა შენიღბული იყოს ბიოდიზელში.
ევროკავშირი ამჟამად UCO-ს 80%-ზე მეტს სხვა ქვენებიდან ყიდულობს. იმპორტის 60% ჩინეთიდან მოდის.
ახალი საიმპორტო გადასახადის შესახებ გადაწყვეტილება ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში უკვე გამოქვეყნდა. .