ევროკავშირმა შესაძლოა მალტის ტრადიციული ყველი სპეციალური დაცვის ქვეშ მყოფი პროდუქტების ნუსხაში შეიტანოს

მალტის ტრადიციულმა ცხვრის ყველმა, ġbejna tan-nagħaġ-მა, შეიძლება, ევროკავშირის PDO (წარმოშობის დაცული დასახელება) დაცვის სტატუსი მიიღოს.
ჯბეინა არის მრგვალი ყველი, დამზადებული მალტის ცხვრის რძისგან, ასევე ფერმენტისა და მარილისგან. მას მიირთმევენ როგორც ახალს, ასევე ხმელს. ამ ყველს ხშირად უმატებენ კერძებსაც.
ყველის დაცვის შესახებ განცხადება დაახლოებით ორი წლის წინ შევიდა; ის ახლა განხილვის ბოლო ეტაპზეა. ჯბეინა, სავარაუდოდ, მიიღებს PDO-ს, რადგან ის არ არის ისეთი ეთნიკურად საკამათო, როგორც, ვთქვათ, ფეტა, რიკოტა ან ბრი.
დამტკიცების შემთხვევაში, jbeina იქნება პირველი პროდუქტი მალტადან, რომელიც მიიღებს PDO ნიშანს.
ევროკავშირმა მანამდე PDO სტატუსი მიანიჭა ტრადიციული კვიპროსული ჰალუმის ყველს, როგორც კვიპროსის უნიკალურ პროდუქტს. ჰალუმის ყველი მზადდება თხისა და ცხვრის რძის ნარევიდან და აქვს ფენიანი სტრუქტურა მოცარელას მსგავსად. მაღალ ტემპერატურაზე დნება, ამიტომ მას ან წვავენ ან ხარშავენ. კვიპროსში ჰალუმს ხშირად “თეთრ ოქროს” უწოდებენ. ეს ყველი პირველ ადგილზეა კვიპროსის სურსათის ექსპორტში.