ევროკავშირმა უსაფრთხოების ვითარების მკვეთრი გაუარესების გამო ჰაიტიდან დიპლომატების ევაკუაცია განახორციელა

ევროკავშირმა ჰაიტიდან დიპლომატების ევაკუაცია განახორციელა, – ამის შესახებ ინფორმაციას ევროკავშირის საგარეო სამსახურის პრესსპიკერი, პიტერ სტანო ავრცელებს.
„უსაფრთხოების ვითარების მკვეთრი გაუარესების გამო, ევროკავშირმა გადაწყვიტა, რომ ადგილზე აქტივობა შეემცირებინა და პორტ-ო-პრენსედან ევროკავშირის დელეგაცია ქვეყნის ფარგლებს გარეთ, უფრო უსაფრთხო ადგილზე გადაეყვანა“, – განაცხადა პიტერ სტანომ.
პიტერ სტანომ ძალადობის დონის ზრდის გამო შეშფოთება გამოთქვა და აღნიშნა, რომ ეს ჰაიტის მოსახლეობას არ ეხმარება, რომლებიც უკვე დიდი ხანია, რაც მძიმე მდგომარეობაში არიან.
ჰაიტიდან თავისი დიპლომატები -მაც გამოიყვანა.
შეგახსენებთ, ჰაიტიში საგანგებო მდგომარეობა გასულ კვირას, მას შემდეგ გამოცხადდა, რაც შეიარაღებულმა დაჯგუფებებმა დედაქალაქის, პორტ-ო-პრენსეს ციხიდან პატიმრები გაათავისუფლეს და დედაქალაქზე კონტროლი დაამყარეს. შეიარაღებული დაჯგუფების ლიდერი, ჯიმი შერიზიე ჰაიტის პრემიერ-მინისტრის, არიელ ჰენრის გადადგომას ითხოვს.

ასევე დაგაინტერესებთ