ევროკავშირმა უნგრეთის ვეტო დაძლია და რუსეთისთვის სანქციების გახანგრძლივებაზე შეთანხმდა

ევროკავშირმა შეძლო უნგრეთის ვეტოს დაძლევა, მედია იუწყებოდა, რომ უნგრეთი სანქციების სიიდან რვა ადამიანის ამოღებას ცდილობდა, შეთანხმების კომპრომისული ვარიანტი ოთხი ადამიანის ამოღებას ითვალისწინებდა.
Reuters-ის თანახმად ელჩები შეთანხმდნენ ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის სანქციების გახანგრძლივებაზე და სიიდან ამოიღეს სამი გარდაცვლილი ადამიანი. უნგრეთის ზეწოლის მიუხედავად, სიაში დარჩა რუსი ბიზნესმენი მიხაილ ფრიდმანი.
საფინანსო კონცერნ “ალფა-ჯგუფის” თანამფლობელი მიხაილ ფრიდმანი ლუქსემბურგის ხელისუფლებას სთხოვს თითქმის 16 მილიარდი დოლარის ოდენობის კომპენსაციის გადახდას. ფრიდმანს მიაჩნია, რომ ლუქსემბურგის ხელისუფლებამ, ევროკავშირის სანქციების ფარგლებში, უკანონოდ მოახდინა მისი აქტივების კონფისკაცია.
წყაროების თანახმად, ფრიდმანის მიერ მოთხოვნილი კომპენსაციის ეს ოდენობა სათუოა, ვინაიდან ზუსტად ვერ ფასდება – ევროკავშირისა და -ის მიერ სანქცირებული ბიზნესმენი ვერ ქირაობს ექსპერტ-შემფასებლებს ევროკავშირში, ხოლო მის ლუქსემბურგულ კომპანიებს ეკრძალებათ მასთან ფინანსური ინფორმაციის გაზიარება.
სანქციების ვადა 15 მარტს იწურებოდა.
ში სრულმასშტაბიანი შეჭრის საპასუხოდ, რუსეთს მრავალი სახის სანქცია აქვს დაკისრებული ევროკავშირის, აშშ-ის და მსოფლიოს მრავალი სხვა ქვეყნის მიერ.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

“ქალაქის მერის ცოლი ხარ, რამდენი საქველმოქმედო რამის გაკეთება შეგიძლია, რამდენი სიკეთის, რამდენი ღარიბი ხალხის გადარჩენის და შენგან პოზირებისა და მილანებსა და პარიზებში შოპინგების მეტი, არაფერი გვსმენია და ბოლოს ასე უწმაწური სიტყვებით დაგიწყია ლაპარაკი”