ევროკავშირმა უკრაინისთვის 38 მილიარდი დოლარის სესხი დაამტკიცა, რომელიც გაყინული რუსული აქტივებით დაფინანსდება

ევროპარლამენტმა დაამტკიცა 35 მილიარდი ევროს (38 მილიარდი დოლარი) ოდენობის სესხი უკრაინის თავდაცვისა და რეკონსტრუქციისთვის, რომელიც დაფარული იქნება ს ცენტრალური ბანკის საზღვარგარეთ გაყინული აქტივებიდან მომავალი შემოსავლების გამოყენებით.
სესხი არის ევროკავშირის უფრო დიდი გეგმის ნაწილი, რომელიც შეიმუშავა დიდმა შვიდეულმა, რათა ს 50 მილიარდი დოლარის სესხი გამოუყოს. გეგმის შესახებ, დიდმა შვიდეულმა ივნისში გამოაცხადა.
ევროკავშირის კანონმდებლებმა 22 ოქტომბერს მხარი 518-56-ით დაუჭირეს, 61-მა თავი შეიკავა, მას შემდეგ რაც ბლოკის მთავრობებმა დაამტკიცა ეს ღონისძიება ამ თვის დასაწყისში. დაბლოკილი რუსული აქტივების უმეტესობა ევროკავშირში მდებარეობს.
რუსეთმა გააპროტესტა თავისი გაყინული აქტივების გამოყენება, რომლის ღირებულებაა 300 მილიარდი დოლარი და გადაწყვეტილებას უკანონო უწოდა, ამასთან შურისძიებით დაიმუქრა.

ასევე დაგაინტერესებთ