ევროკავშირმა უკრაინისთვის აღმოჩენილი დახმარების აუდიტი დაიწყო

ბრიუსელი აუდიტს ატარებს ევროკავშირის წევრი ქვეყნების მხრიდან სთვის აღმოჩენილ დახმარებაზე ში ს სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ პერიოდში. ამის შესახებ სამშაბათს იტყობინება ბრიტანული გამოცემა Financial Times-ი, რომელიც სამ ინფორმირებულ დიპლომატიურ წყაროს ეყრდნობა.
როგორც გამოცემა აღნიშნავს, შემოწმება ხდება პასუხად განცხადებებზე, რომ ზოგიერთმა სახელმწიფომ უკრაინას ვერ გაუგზავნა იმ მოცულობის დახმარება, რაც მათ ხელეწიფებოდათ. კერძოდ, გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა გასულ კვირაში მოითხოვა, დაიანგარიშონ და შეადარონ კიევისთვის გაგზავნილი დახმარების მოცულობები. „უკრაინისთვის იარაღის მიწოდება, რაც ევროკავშირის წევრი უმეტესი სახელმწიფოს მიერაა დაგეგმილი, ძალზე მცირეა“, – მიაჩნია შოლცს.
Financial Times-ის პუბლიკაციაში ნათქვამია, რომ უკრაინისთვის დასავლეთის სამხედრო და ფინანსური დახმარება უკანასკნელი თვეების განმავლობაში შემცირდა, რამაც შეზღუდა კიევის შესაძლებლობები, თავი დაეცვა რუსეთის იერიშებისგან და დაეწყო საპასუხო საიერიშო ოპერაციები.
აუდიტს ატარებს საგარეო კავშირების სამსახური, რომელიც აპირებს, დასკვნები ევროკავშირის 1 თებერვლის სამიტამდე წარმოადგინოს.
Financial Times-ის ერთ-ერთი წყაროს სიტყვებით, შემოწმების პროცესში ექსპერტები დაემყარებიან მასალებს, რომლებსაც მათ ევროკავშირის წევრი ქვეყნები წარუდგენენ ბრიუსელის მოთხოვნის საპასუხოდ. გამოცემის თანამოსაუბრემ აღნიშნა, რომ ეს მოთხოვნა უკვე შეხვდა წინააღმდეგობას ზოგიერთი ქვეყნის მხრიდან, რომლებმაც მიანიშნეს, რომ არ სურთ აუდიტორებისთვის სრული მონაცემების მიწოდება.
ამჟამინდელი აუდიტი ტარდება პერიოდში, როცა ბრიუსელი და ვაშინგტონი ცდილობენ გამონახონ პოლიტიკური კონსენსუსი, რომელიც მათ საშუალებას მისცემდა, ხელი მოეწერათ კიევისთვის დახმარების ახალი 110 მილიარდი დოლარის მოცულობის პაკეტებისთვის. -ში ორ წამყვან პარტიას შორის უთანხმოება ჯერჯერობით არ იძლევა უკრაინის დაფინანსების ახალი 60-მილიარდიანი პაკეტის მიღების შესაძლებლობას. პაკეტის მიღებას ითხოვს აშშ-ის დემოკრატი პრეზიდენტი .
გასულ კვირაში გავრცელდა ცნობები აუდიტის შესახებ, რომელიც აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს ექსპერტებმა ჩაატარეს. დასკვნებში, რომლებიც წარმოადგინა აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს გენერალურმა ინსპექტორმა რობერტ სტროჩმა, აღნიშნულია, რომ აშშ-ის მიერ უკრაინისთვის გაწეული სამხედრო დახმარების ნაწილი, რომლის ღირებულება მილიარდ დოლარს აღემატება, სათანადოდ არ კონტროლდებოდა.
პენტაგონის ანგარიშში არ არის მოტანილი იარაღის არამიზნობრივად გამოყენების მტკიცებულებები. მაგრამ ექსპერტებმა გამოავლინეს, რომ ამერიკის სამხედრო უწყების მოხელეებმა და დიპლომატებმა ვაშინგტონსა და ევროპაში ვერ შეძლეს სწრაფი ან სრული ანგარიშის წარდგენა თითქმის 40 ათასი ერთეული იარაღის შესახებ, რაც, კანონის თანახმად, გულდასმით უნდა გაეკონტროლებინათ. ამის შესახებ The New York Times-ი წერდა.